სჯობს დალიოთ ხშირად და ცოტ-ცოტა, ვიდრე საერთოდ არ დალიოთ: მეცნიერების რჩევა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. სპირტიან სასმელზე სრული უარის თქმა საჭირო არ არის, ვინაიდან მცირე რაოდენობით მისი მიღება სასიკეთო გავლენას ახდენს ორგანიზმზე, აცხადებენ იაპონელი მეცნიერები.
მათი თქმით, დღეში ერთი ან ორი ჭიქა ღვინო — ეს ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანის დაახლოებითი ნორმაა. სწორედ ეს ერთი-ორი ჭიქა გვეხმარება ცხიმოვანი ჰეპატოზის თავიდან აცილებაში.
მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სასიკეთო ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, თუ სპირტიან სასმელებს მცირე დოზებითა და ხშირად მივიღებთ, ვიდრე თუ საერთოდ არ დავლევთ ან იშვიათად.
„ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ალკოჰოლი მამაკაცებს ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის განვითარებისგან იცავს, თუ ჭარბად არ მიიღებენ. სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება კი ციროზსა და ღვიძლის სხვა დაავადებებს იწვევს“, — ამბობენ იაპონელი სწავლულები.
წარსულში ჩატარებული კვლევებით უკვე დადასტურებულია, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედებში ანთების განვითარებას, ხოლო მცირე დოზებით მიღება პირიქით, ამცირებს ანთებების დონეს.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი კვლევა კანადელი მეცნიერებისგან, რომელთა თქმითაც, ერთ ჭიქა წითელ ღვინოში შემავალი რესვერატროლი ერთსაათიან ფიზიკურ ვარჯიშს ანაცვლებს.
კვლევამ, რომელსაც ჯეისონ დაიკი ხელმძღვანელობდა, აჩვენა, რომ ერთი ჭიქა წითელი ღვინო თავისუფლად ანაცვლებს… 1 საათით ვარჯიშს ტრენაჟორებზე.
მთელი საქმე ისაა, რომ წითელ ღვინოში შემავალი რესვერატროლი — ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ზრდის რა გულის კუნთის შეკუმშვის რაოდენობას:
ამაგრებს გულს, ხოლო კუნთებს უფრო გამძლესა და ძლიერს ხდის,
არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას,
აქვს ანტიასაკობრივი ეფექტი.
ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ზუსტად ისე მოქმედებს ორგანიზმზე, როგორც ფიზიკური ვარჯიში.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ის ხალხი, ვინც დილაობით ერთ ჭიქა წითელ ღვინოს მიირთმევს, ნაკლებად ავადდება კიბოთი და გონებასუსტობით.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ დღეში ერთი-ორი ჭიქა წითელი ღვინო ადამიანს:
იცავს ფსიქიკური დარღვევებისგან;
ასტიმულირებს ტვინის მუშაობას;
ააქტიურებს იმუნურ სისტემას;
არეგულირებს შაქრის რაოდენობას ორგანიზმში;
აუმჯობესებს სისხლის შედედების უნარს.
და ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ, თუ „საფერავს“ მიირთმევთ.
ყველა ახალი ამბავი
0