https://sputnik-georgia.com/20240109/varketilsi-qmarma-coli-mokla-285534709.html
ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა
ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა
Sputnik საქართველო
მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. 09.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-09T15:13+0400
2024-01-09T15:13+0400
2024-01-09T15:13+0400
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283483330_0:0:2752:1549_1920x0_80_0_0_1e342f650d4c1594358c4998f69b16d3.jpg
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. თბილისში, ვარკეთილში მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა.27 წლის ქალი „ინგოროყვას“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.ექიმების განცხადებით, ქალს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. ის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283483330_311:0:2752:1831_1920x0_80_0_0_45c8ebba2b8e2a1420ab28a52ec08515.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ძალადობა ოჯახში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ძალადობა ოჯახში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა
მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. თბილისში, ვარკეთილში მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა.
27 წლის ქალი „ინგოროყვას“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ექიმების განცხადებით, ქალს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა.
„გამოხატული იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი და სასიცოცხლო ჩვენებით პაციენტი გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ, მალევე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა“, - განაცხადა ექიმმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. ის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.