https://sputnik-georgia.com/20240109/tbilisis-dinamo-ertbasad-svidma-fexburtelma-datova-285519122.html
თბილისის „დინამო“ ერთბაშად შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა
თბილისის „დინამო“ ერთბაშად შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა
Sputnik საქართველო
„ეროვნული ლიგის“ შემდეგი სეზონისთვის ფეხბურთელების შერჩევისას ძირითადი ყურადღება „დინამოს“ აკადემიის აღზრდილებზე გამახვილდება. 09.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-09T13:18+0400
2024-01-09T13:18+0400
2024-01-09T13:18+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261683659_0:91:1920:1171_1920x0_80_0_0_d853bd3e804ce492b4f9d63477c0f905.jpg
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობამ რამდენიმე ლეგიონერთან კონტრაქტი გაწყვიტა. საბოლოოდ, ახალი სათამაშო სეზონისთვის კლუბს შვიდი ფეხბურთელი დატოვებს, იუწყება გუნდის პრეს–სამსახური.კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. ფეხბურთელებმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. კლუბთან კონტრაქტის ვადა ემოეწურათ ლუკა ლაკვეხელიანსა და ვატო არველაძეს. ისინი „დინამოში“ კარიერას აღარ გააგრძელებენ.რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა და, შესაბამისად, ნახევარმცველი უნგრულ კლუბ „ფერენცვაროშს“ დაუბრუნდა.როგორც უფრო ადრე „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ აღნიშნა, „ეროვნული ლიგის" მომავალ სეზონზე კლუბის დაკომპლექტებისას ფოკუსი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებზე გაკეთდებამისი თქმით, ხელმძღვანელობის მიზანია, რომ ახალგაზრდა დინამოელებს ადგილზე განვითარებისთვის საუკეთესო პირობები შეუქმნან და მისცენ იმდენი სათამაშო დრო, რაც მათ ნიჭის სრულად გამოვლენაში დაეხმარება.ორ წელიწადში „დინამო თბილისი“ 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და როგორც რომან ფიფია აცხადებს, მათი მიზანია, საიუბილეო თარიღს განსაკუთრებული სიახლით შეხვდნენ, რაც კლუბის ახალ ადგილზე გადასვლას გულისხმობს. საუბარია ახალ საწვრთნელ ცენტრზე, რომელიც ათამდე უმაღლესი ხარისხის მინდორს მოიცავს. აქვე განთავსდება „დინამოს“ აკადემია, რომელიც 1000-ზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს.თბილისის „დინამომ“ გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. პირველზე ბათუმის „დინამო“ გავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261683659_0:62:1526:1207_1920x0_80_0_0_21cf8449d78940ff775096eea897a6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
თბილისის „დინამო“ ერთბაშად შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა
„ეროვნული ლიგის“ შემდეგი სეზონისთვის ფეხბურთელების შერჩევისას ძირითადი ყურადღება „დინამოს“ აკადემიის აღზრდილებზე გამახვილდება.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობამ რამდენიმე ლეგიონერთან კონტრაქტი გაწყვიტა. საბოლოოდ, ახალი სათამაშო სეზონისთვის კლუბს შვიდი ფეხბურთელი დატოვებს, იუწყება გუნდის პრეს–სამსახური.
კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. ფეხბურთელებმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. კლუბთან კონტრაქტის ვადა ემოეწურათ ლუკა ლაკვეხელიანსა და ვატო არველაძეს. ისინი „დინამოში“ კარიერას აღარ გააგრძელებენ.
რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა და, შესაბამისად, ნახევარმცველი უნგრულ კლუბ „ფერენცვაროშს“ დაუბრუნდა.
„გუნდი რამდენიმე დღეში შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, რომლის პირველი ეტაპიც თბილისში, საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, ხოლო მეორე ნაწილი თურქულ შეკრებას დაეთმობა“, – ნათქვამია პრეს–სამსახურის განცხადებაში.
როგორც უფრო ადრე „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ აღნიშნა, „ეროვნული ლიგის" მომავალ სეზონზე კლუბის დაკომპლექტებისას ფოკუსი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებზე გაკეთდება
მისი თქმით, ხელმძღვანელობის მიზანია, რომ ახალგაზრდა დინამოელებს ადგილზე განვითარებისთვის საუკეთესო პირობები შეუქმნან და მისცენ იმდენი სათამაშო დრო, რაც მათ ნიჭის სრულად გამოვლენაში დაეხმარება.
ორ წელიწადში „დინამო თბილისი“ 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და როგორც რომან ფიფია აცხადებს, მათი მიზანია, საიუბილეო თარიღს განსაკუთრებული სიახლით შეხვდნენ, რაც კლუბის ახალ ადგილზე გადასვლას გულისხმობს. საუბარია ახალ საწვრთნელ ცენტრზე, რომელიც ათამდე უმაღლესი ხარისხის მინდორს მოიცავს. აქვე განთავსდება „დინამოს“ აკადემია, რომელიც 1000-ზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს.
თბილისის „დინამომ“ გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. პირველზე ბათუმის „დინამო“ გავიდა.