https://sputnik-georgia.com/20240109/samxret-koreasi-zarlis-xorcis-wama-aikrzala-285530743.html
სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალა: კანონი მიღებულია
სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალა: კანონი მიღებულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სამხრეთ კორეაში 2027 წლიდან აიკრძალება ძაღლების მოშენება და დაკვლა მათი ხორცის ჭამის მიზნით, ასევე ძაღლის ხორცის გაყიდვა... 09.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-09T14:34+0400
2024-01-09T14:34+0400
2024-01-09T14:34+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
სამხრეთი კორეა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285530360_0:176:3013:1871_1920x0_80_0_0_cce1fbb6376d998f4ec7fc084f841be8.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სამხრეთ კორეაში 2027 წლიდან აიკრძალება ძაღლების მოშენება და დაკვლა მათი ხორცის ჭამის მიზნით, ასევე ძაღლის ხორცის გაყიდვა. შესაბამისი კანონი დღეს, 9 იანვარს მიიღო ქვეყნის პარლამენტმა, რითაც საუკუნოვან პრაქტიკას ბოლო მოეღო, იუწყება The Korea Times.გამოცემის ცნობით, აკრძალვას მხარი 208-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა კი თავი შეიკავა.გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა ქვეყნის პირველმა ქალბატონმაც კიმ კეონ ჰიმ. ის ხმამაღლა მოითხოვდა ამ პრაქტიკის კანონგარეშედ გამოცხადებას, რაც მისი მეუღლის, პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.აღინიშნება, რომ იუნი და კიმი ცნობილები არიან შინაური ცხოველებისადმი სიყვარულით — მათ შინ ოთხი ძაღლი და სამი კატა ჰყავთ.სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის რეალიზაციის აკრძალვის საკითხი რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილებოდა, სადაც ის ტრადიციულად მიიჩნეოდა სიცხეში გამძლეობის გაზრდის საშუალებად. ბოლო წლებში ქვეყანაში ძაღლის ხორცს სულ უფრო ნაკლებად მიირთმევენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ცხოველთა უფლებების დამცველები, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე აპროტესტებდნენ ძაღლების სასტიკი მეთოდებით დაკვლის პრაქტიკას — ელექტროშოკერით ან ჩამოხრჩობით.როგორც სამხრეთ კორეის ძაღლის ხორცის მწარმოებელთა და გამყიდველთა ასოციაცია იტყობინება, აკრძალვა დაახლოებით 3 ათას რესტორანსა და 3 500 ფერმას შეეხება, სადაც ამ დროისათვის 1,5 მილიონი ძაღლია განთავსებული.წყარო: The Korea Times
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285530360_142:0:2871:2047_1920x0_80_0_0_fa9cf758ce6f6a35572ecc4fe9c1a0a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთი კორეა , საზოგადოება
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთი კორეა , საზოგადოება
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სამხრეთ კორეაში 2027 წლიდან აიკრძალება ძაღლების მოშენება და დაკვლა მათი ხორცის ჭამის მიზნით, ასევე ძაღლის ხორცის გაყიდვა. შესაბამისი კანონი დღეს, 9 იანვარს მიიღო ქვეყნის პარლამენტმა, რითაც საუკუნოვან პრაქტიკას ბოლო მოეღო, იუწყება The Korea Times.
გამოცემის ცნობით, აკრძალვას მხარი 208-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა კი თავი შეიკავა.
ახალი კანონის თანახმად, ძაღლის დაკვლა 3 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან 30 მილიონი ვონის (20 800 ევრო) ჯარიმით დაისჯება, ხოლო ძაღლების მოშენება მათი ხორცის საკვებად გამოყენების მიზნით — 2 წლით პატიმრობით ან 20 მილიონი ვონის ჯარიმით.
გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა ქვეყნის პირველმა ქალბატონმაც კიმ კეონ ჰიმ. ის ხმამაღლა მოითხოვდა ამ პრაქტიკის კანონგარეშედ გამოცხადებას, რაც მისი მეუღლის, პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
აღინიშნება, რომ იუნი და კიმი ცნობილები არიან შინაური ცხოველებისადმი სიყვარულით — მათ შინ ოთხი ძაღლი და სამი კატა ჰყავთ.
სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის რეალიზაციის აკრძალვის საკითხი რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილებოდა, სადაც ის ტრადიციულად მიიჩნეოდა სიცხეში გამძლეობის გაზრდის საშუალებად. ბოლო წლებში ქვეყანაში ძაღლის ხორცს სულ უფრო ნაკლებად მიირთმევენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ცხოველთა უფლებების დამცველები, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე აპროტესტებდნენ ძაღლების სასტიკი მეთოდებით დაკვლის პრაქტიკას — ელექტროშოკერით ან ჩამოხრჩობით.
როგორც სამხრეთ კორეის ძაღლის ხორცის მწარმოებელთა და გამყიდველთა ასოციაცია იტყობინება, აკრძალვა დაახლოებით 3 ათას რესტორანსა და 3 500 ფერმას შეეხება, სადაც ამ დროისათვის 1,5 მილიონი ძაღლია განთავსებული.