https://sputnik-georgia.com/20240109/samebasi-stalinis-gamosaxulebian-xats-sarebavi-gadaasxes-285539420.html
სამებაში სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი გადაასხეს
სამებაში სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი გადაასხეს
Sputnik საქართველო
როგორც კადრიდან ჩანს, საღებავი ვერ მოხვდა იმ ადგილზე, სადაც სტალინია გამოსახული. 09.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-09T19:15+0400
2024-01-09T19:15+0400
2024-01-09T21:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
რელიგია
საქართველოს საპატრიარქო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285527601_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_2d8c9b0bb5edda113bdc9c7053b8258a.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამოფენილ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, უცნობმა პირებმა საღებავი გადაასხეს. კადრები ეკოაქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.ხატთან დაკავშირებული სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.ამასთან, როგორც კადრიდან ჩანს, საღებავი ვერ მოხვდა იმ ადგილზე, სადაც სტალინია გამოსახული.საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285527601_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_fd251c40bf36a69aa8c4591367e8fbb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
სამებაში სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი გადაასხეს
19:15 09.01.2024 (განახლებულია: 21:09 09.01.2024) როგორც კადრიდან ჩანს, საღებავი ვერ მოხვდა იმ ადგილზე, სადაც სტალინია გამოსახული.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამოფენილ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, უცნობმა პირებმა საღებავი გადაასხეს. კადრები ეკოაქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
ამასთან, როგორც კადრიდან ჩანს, საღებავი ვერ მოხვდა იმ ადგილზე, სადაც სტალინია გამოსახული.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.