მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

26 კაცი განსასჯელთა სკამზე: პედოფილიის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო დაიწყო - ვიდეო

  - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2024
გამოწერა
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საბერძნეთში „კოლონოსის საქმედ“ წოდებულ პედოფილიის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 12 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 26 ადამიანი წარსდგება მსაჯულთა წინაშე, იტყობინება ათენის საინფორმაციო სააგენტო AMNA.
განსასჯელთა სკამზე 25 მამაკაცი და გოგონას დედა სხედან, რომელსაც არასრულწლოვნის დამამძიმებელ გარემოებაში სუტენიორობაში ედება ბრალი. დედა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ არ მონაწილეობდა შვილთან დაკავშირებულ ტრაგედიაში. იგივეს აცხადებენ თავად მსხვერპლი და ქალის სხვა შვილებიც, რომლებიც დედას უპირობოდ მიიჩნევენ უდანაშაულოდ.
ქალის თქმით, მისი ბრალი მხოლოდ ისაა, რომ ვერ ხვდებოდა, რას განიცდიდა მისი შვილი. ამასთან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს თავად მან შეიტანა საჩივარი არასრულწლოვნების საქმეთა კომისიაში, როცა მიხვდა, რაც ხდებოდა.
სააგენტოს ცნობით, სასამართლო პროცესი გაძლიერებული დაცვით მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა — საზოგადოების წარმომადგენელთა და ჟურნალისტების გარეშე. სხდომის დაწყებამდე სასამართლო დარბაზთან დაზარალებული გოგონას მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც ხმამაღლა მოითხოვდნენ დამნაშავეთა დასჯას. დაზარალებულის დამ სთხოვა მათ დაეტოვებინათ იქაურობა, რათა სასამართლოს სხდომა დაწყებულიყო.
როგორც ირკვევა, როდესაც გოგონას დედამ დარბაზში მოძალადე მიხოსი დაინახა, მასზე თავდასხმა სცადა, თუმცა თანმხლებ პოლიციელთაგან თავის დაღწევა ვერ შეძლო. გოგონას ბებია კი „არანორმალურების ჩამოხრჩობას“ მოითხოვდა.

„დაე, სამართალი დადგეს. მოაშორეთ დედა [განსასჯელთა სკამიდან] და ჩამოკიდეთ ეს არანორმალურები. ეს გონივრული იქნება“, — განუცხადა ბებიამ ჟურნალისტებს.

„კოლონოსის საქმე“ (ათენის რაიონის სახელის მიხედვით) ბოლო წლების განმავლობაში საბერძნეთში პედოფილიის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სკანდალად იქცა. საქმის გამოძიება 2022 წელს დაიწყო. კოლონოსის რაიონში ძალადობის მსხვერპლი 12 წლის გოგონა გახდა, რომელიც საქმის მთავარი ბრალდებულის მაღაზიაში დამლაგებლად მუშაობდა.
პოლიციამ დააკავა 53 წლის ილიას მიხოსი, რომელიც გოგონას დიდი ხნის განმავლობაში აუპატიურებდა და ამასთან ნაცნობებზეც ჰყიდდა. მისი „კლიენტთა ბაზა“, მედიის ცნობით, 213 გვარს შეიცავდა, თუმცა სასამართლოს წინაშე მათგან მხოლოდ ნაწილი წარსდგა. ბერძნული საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს, დასახელდეს მიხოსის ყველა კლიენტის ვინაობა.
AMNA-ს ცნობით, ბრალდებულთა რაოდენობა 40-ს აღწევს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დაპატიმრებულია — მათ შორის, თავად ილიას მიხოსი და ბავშვის დედა. მათ უკვე 12 თვეზე მეტი აქვთ გატარებული საპატიმროში. 18 თვე, რომლის შემდეგაც საბერძნეთის კონსტიტუცია კრძალავს ადამიანების დროებით პატიმრობაში დატოვებას სასამართლოს განაჩენის გარეშე, აპრილში იწურება. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ზოგ შემთხვევაში მოსამართლეები, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე დაყრდნობით, ძირითადი კანონის მოთხოვნებს არღვევენ ხოლმე.
ყველა ახალი ამბავი
0