პესკოვმა ჩრდილოკორეულ რაკეტებზე შეკითხვა უპასუხოდ დატოვა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2024
გამოწერა
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კომენტარის გარეშე დატოვა შეკითხვა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის რაკეტების სავარაუდო მიწოდებას შეეებოდა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
კითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებდა კრემლი ჯონ კირბის განცხადებაზე, თითქოს რუსეთი ჩრდილოკორეულ რაკეტებს იყენებს უკრაინაზე თავდასხმისთვის, პესკოვმა უპასუხა:
„არანაირს. ჩვენ ამას უკომენტაროდ ვტოვებთ“.
სამაგიეროდ, სააგეტოს ცნობით, მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კიევი დასავლეთის ქვეყნების მიერ წარმოებულ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამოქალაქო ობიექტებს უშენს.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის ტერიტორია და სამოქალაქო ობიექტები მაგალითად, ქალაქ ბელგოროდის ცენტრი ახალი წლის ღამით გამუდმებით იბომბება გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, შეერთებული შტატებსა და სხვა ქვეყნებში დამზადებული ჭურვებითა და რაკეტებით. კრემლის წარმომადგენელმა მოუწოდა ჟურნალისტებს, არ დაივიწყონ ეს ფაქტი.
ყველა ახალი ამბავი
0