მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მისია საფრთხეშია: Peregrine შესაძლოა მთვარეზე ვერ დაჯდეს

CC BY 2.0 / NASA Kennedy / Vulcan rocketAstrobotic-ის მძიმე რაკეტმზიდი
Astrobotic-ის მძიმე რაკეტმზიდი - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2024
გამოწერა
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. კანავერალის კოსმოდრომიდან (აშშ) გაშვებულ ახალ მძიმე რაკეტმზიდ Vulcan Centaur-ს, რომელსაც ბორტით მთვარეზე დასაშვები მოდული Peregrine მიჰქონდა, გაშვებიდან რამდენიმე საათში არასაშტატო სიტუაცია შეექმნა, იუწყება რაკეტმზიდის მწარმოებელი კომპანია Astrobotic Technology.
„მოხდა ანომალია, რამაც ხელი შეუშალა Astrobotic-ს მზისკენ მიმართული სტაბილური ორიენტაციის მიღწევაში. გუნდი რეალური დროის რეჟიმში რეაგირებს სიტუაციაზე. ახალი მონაცემების მიღებისა და მათი ანალიზის შემდეგ, განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით“, — წერს კომპანია.
Peregrine-ს მთვარეზე დაშვება 23 თებერვლისთვის იგეგმება. ტვირთს შორის, რომელიც მან დედამიწის ზედაპირზე უნდა გადაიტანოს, არის სამეცნიერო ინსტრუმენტები NASA-სთვის, ქვა ევერესტის მთიდან, ასევე სერიალ „ვარსკვლავური გზის“ შემქმნელის, ჯინ როდენბერისა და მწერალ-ფანტასტის, არტურ კლარკის ფერფლი.
გარდა სამეცნიერო ტვირთისა, Peregrine-მა მთვარეზე უნდა დატოვოს სხვა ისეთი ნივთებიც, რომლებიც ადამიანთა ცივილიზაციის განვითარებაზე მიუთითებს. კერძოდ, საუბარია თხისა და პოლარული მეჭვაიას დნმ-ზე, 33 ხელოვანის სისხლის ნიმუშებზე, ასობით ნახატზე, ლექსსა და მუსიკალურ ნაწარმოებზე, ასევე რუკებზე.
თუ Peregrine მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაეშვება, ეს იქნება კერძო კომპანიის მიერ შექმნილი ისტორიაში პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მიზანს მიაღწია. მოდულმა მთვარის ზედაპირზე წესით 192 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს.
ყველა ახალი ამბავი
0