https://sputnik-georgia.com/20240109/mecnierebma-mexsierebidan-cudi-mogonebebis-wasla-iswavles-285534869.html
მეცნიერებმა მეხსიერებიდან ცუდი მოგონებების წაშლა ისწავლეს: საინტერესო ექსპერიმენტი
მეცნიერებმა მეხსიერებიდან ცუდი მოგონებების წაშლა ისწავლეს: საინტერესო ექსპერიმენტი
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. იტალიელმა ნეიროფიზიოლოგებმა შეძლეს, არასასიამოვნო მოგონებები დაევიწყებინათ ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის, რისთვისაც ტვინის... 09.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-09T17:23+0400
2024-01-09T17:23+0400
2024-01-09T17:23+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266417036_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_9a2d0b933a653d865b937a66bd5a3d3e.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. იტალიელმა ნეიროფიზიოლოგებმა შეძლეს, არასასიამოვნო მოგონებები დაევიწყებინათ ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის, რისთვისაც ტვინის ტრანსკრანიალური სტიმულაციის (TMS) მეთოდი გამოიყენეს, იუწყება სამეცნიერო ჟურნალი Current Biology.მეცნიერების განმარტებით, ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის დროს სხვადასხვა სიხშირის მაგნიტური სიგნალები თავის ტვინში აღწევს და ელექტროიმპულსებს წარმოქმნის, რომლებიც ნერვული უჯრედების მუშაობის ხასიათს ცვლის იმ მონაკვეთში, რომლისკენაც არის მიმართული მოწყობილობა.პელეგრინომ და მისმა კოლეგებმა მიაგნეს მეთოდს, თუ როგორ შეიძლება წაიშალოს ასეთი მოწყობილობის დახმარებით უკვე კარგად ჩამოყალიბებული უსიამოვნო მოგონებები. როგორც მათ დაადგინეს, ამა თუ იმ ცუდი მოგონების შეცვლა მისი ჩამოყალიბებიდან რაღაც დროის განმავლობაშია შესაძლებელი. ამ მეთოდის შესამოწმებლად მეცნიერებმა ასი მოხალისე შეკრიბეს და შეეცადნენ, წაეშალათ მათი მეხსიერებიდან ის ცუდი მოგონებები, რომლებიც მათ ექსპერიმენტის დროს ჩამოუყალიბეს.მკვლევარები ცდის პირებს ნეიტრალური შინაარსის ფოტოებს აჩვენებდნენ და იმავდროულად მტკივნეულ დარტყმას აყენებდნენ ელექტროშოკერით. ამის შედეგად მათ საკმაოდ მალე ჩამოუყალიბდათ ასოციაცია ამ სურათებსა და დენის დარტყმას შორის.რამდენიმე დღის შემდეგ მეცნიერებმა მათ განმეორებითი ექსპერიმენტი ჩაუტარეს და შეეცადნენ, სწორედ იმ ფოტოებით გაეხსენებინათ მათთვის ელექტროშოკით გამოწვეული უსიამოვნო მოგონებები. ამ დროს ნეიროფიზიოლოგები მათი ტვინის სხვადასხვა უბანზე TMS-ით ზემოქმედებდნენ და ცდილობდნენ იმ ნეირონებს „შეხებოდნენ“, რომლებიც უარყოფითი მოგონებების კონსოლიდაციაში მონაწილეობდნენ.მეორე დღეს მკვლევარებმა შეამოწმეს, შეიცვალა თუ არა მოხალისეთა მოგონებები და ამისთვის მათ ისევ აჩვენეს იგივე ფოტოები. გაირკვა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს ნამდვილად წაშლოდათ შიში და უსიამოვნო მოგონებები, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღის მოვლენები მშვენივრად ახსოვდათ.აღსანიშნავია, რომ ტვინის სხვა უბნებზე ზემოქმედებას იგივე შედეგები არ მოჰყოლია.მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ ტექნოლოგიის საფუძველზე მომავალში პოსტტრავმული სტრესული სინდრომისა და ფსიქიკის სხვა დარღვევებს უმკურნალებენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266417036_159:0:2890:2048_1920x0_80_0_0_84ddb7d74e85d3fa6413c63c1a0e4ffa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. იტალიელმა ნეიროფიზიოლოგებმა შეძლეს, არასასიამოვნო მოგონებები დაევიწყებინათ ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის, რისთვისაც ტვინის ტრანსკრანიალური სტიმულაციის (TMS) მეთოდი გამოიყენეს, იუწყება სამეცნიერო ჟურნალი
Current Biology. მეცნიერების განმარტებით, ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის დროს სხვადასხვა სიხშირის მაგნიტური სიგნალები თავის ტვინში აღწევს და ელექტროიმპულსებს წარმოქმნის, რომლებიც ნერვული უჯრედების მუშაობის ხასიათს ცვლის იმ მონაკვეთში, რომლისკენაც არის მიმართული მოწყობილობა.
„ცდებმა აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ პოტენციურად უსიამოვნო და ტრავმული მოგონებების შენახვის ხანგრძლივობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო და კლინიკური მედიცინის თვალსაზრისით. ჩვენი მეთოდიკის გამოყენება სხვადასხვა მიზნებით შეიძლება — უპირველესად პოსტტრავმული სტრესული დარღვევების აღმოსაფხვრელად“, — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯუზეპე დი პელეგრინომ.
პელეგრინომ და მისმა კოლეგებმა მიაგნეს მეთოდს, თუ როგორ შეიძლება წაიშალოს ასეთი მოწყობილობის დახმარებით უკვე კარგად ჩამოყალიბებული უსიამოვნო მოგონებები. როგორც მათ დაადგინეს, ამა თუ იმ ცუდი მოგონების შეცვლა მისი ჩამოყალიბებიდან რაღაც დროის განმავლობაშია შესაძლებელი.
ამ მეთოდის შესამოწმებლად მეცნიერებმა ასი მოხალისე შეკრიბეს და შეეცადნენ, წაეშალათ მათი მეხსიერებიდან ის ცუდი მოგონებები, რომლებიც მათ ექსპერიმენტის დროს ჩამოუყალიბეს.
მკვლევარები ცდის პირებს ნეიტრალური შინაარსის ფოტოებს აჩვენებდნენ და იმავდროულად მტკივნეულ დარტყმას აყენებდნენ ელექტროშოკერით. ამის შედეგად მათ საკმაოდ მალე ჩამოუყალიბდათ ასოციაცია ამ სურათებსა და დენის დარტყმას შორის.
რამდენიმე დღის შემდეგ მეცნიერებმა მათ განმეორებითი ექსპერიმენტი ჩაუტარეს და შეეცადნენ, სწორედ იმ ფოტოებით გაეხსენებინათ მათთვის ელექტროშოკით გამოწვეული უსიამოვნო მოგონებები. ამ დროს ნეიროფიზიოლოგები მათი ტვინის სხვადასხვა უბანზე TMS-ით ზემოქმედებდნენ და ცდილობდნენ იმ ნეირონებს „შეხებოდნენ“, რომლებიც უარყოფითი მოგონებების კონსოლიდაციაში მონაწილეობდნენ.
მეორე დღეს მკვლევარებმა შეამოწმეს, შეიცვალა თუ არა მოხალისეთა მოგონებები და ამისთვის მათ ისევ აჩვენეს იგივე ფოტოები. გაირკვა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს ნამდვილად წაშლოდათ შიში და უსიამოვნო მოგონებები, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღის მოვლენები მშვენივრად ახსოვდათ.
აღსანიშნავია, რომ ტვინის სხვა უბნებზე ზემოქმედებას იგივე შედეგები არ მოჰყოლია.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ ტექნოლოგიის საფუძველზე მომავალში პოსტტრავმული სტრესული სინდრომისა და ფსიქიკის სხვა დარღვევებს უმკურნალებენ.