მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გვალვები და წყალდიდობები გახშირდება: მეცნიერები წელს რეკორდულ სიცხეებს ელოდებიან

© AP Photo / Emilio Morenatti
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2024
გამოწერა
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წელი იმდენად ცხელი იქნება, რომ ზოგი ექსპერტის ვარაუდით, შესაძლოა 2023 წლის მაჩვენებლებს გადაუსწროს და დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი გახდეს, იუწყება Bloomberg.
ექსპერტების თქმით, ამაზე კლიმატის ცვლილება ახდენს გავლენას, რაც, პირველ რიგში, წიაღისეული საწვავის მოხმარების „დამსახურებაა“. სწორედ ეს ზრდის სათბური გაზების რაოდენობას ატმოსფეროში, რაც გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდას იწვევს.
„2023 წელს ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 1.4°C-ით მეტი იყო პრეინდუსტრიულ ეპოქაზე; წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, წელს ტემპერატურა 1.3°C-დან 1.6°C-მდე მოიმატებს“, — წერს გამოცემა.
მეტეოროლოგ პეტერი ტაალასის თქმით, 2024 წელი კიდევ უფრო ცხელი იქნება, ხოლო გვალვები ან წყალდიდობები მხოლოდ გახშირდება.
როგორც ნიდერლანდების სამეფო მეტეოროლოგიური ინსტიტუტის კლიმატოლოგი ვიკი ტომპსონი ამბობს, გასული წლის მაღალმა ტემპერატურამ ზღვის ყინულის დიდი ნაწილის დნობა გამოიწვია, რასაც შეიძლება ნაკადური დინებების ცვლილებები მოჰყვეს ჩრდილო ატლანტიკის გავლით. შედეგად, ევროპაში ქარიშხალი გაძლიერდება, ან ახალ ადგილებში იჩენს თავს.
მანამდე ჩინელმა ექსპერტებმა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში განსაკუთრებულად თბილი ზამთარი იწინასწარმეტყველეს. მათი თქმით, ჰაერის ტემპერატურა ზოგან ნორმაზე ორჯერ მაღალი იქნება.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0