ბავშვის გაღვიძების ხელოვნება, ანუ როგორ დავიცვათ პატარა დილის სტრესისგან
გამოწერა
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ბავშვის გაღვიძების პრობლემა ბევრი მშობლისთვისაა ნაცნობი — თანაც, მწარედ ნაცნობი, ვინაიდან დედას ყოველთვის ეცოდება თავისი პატარა დილაადრიან წამოსახტუნებლად და საბავშვო ბაღში გასამწესებლად. მაგრამ, როცა სხვა გზა არ არის, ვერაფერს ვიზამთ.
ქვემოთ სპეციალისტების იმ მოსაზრებებს გაგაცნობთ, რომლებიც მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ საკუთარი შვილების სტრესისა და ღამეული კოშმარებისგან დასაცავად.
პირველი, რაც აუცილებლად უნდა გახსოვდეთ:
ბავშვისთვის დილის პირველი შთაბეჭდილება კაშკაშა და ელვარე უნდა იყოს!
ნუ „გააცნობთ“ ბავშვს მაღვიძარას 8 წლამდე. მისი მკვეთრი ხმა მოულოდნელად არღვევს ძილს, რაც სტრესია ჯერ კიდევ მოუმაგრებელი ნერვული სისტემისთვის. ამ დროს დამფრთხალი პატარის ორგანიზმში აქტიურად გამოიყოფა სტრესის ჰორმონი ნორადრენალინი. შედეგად, ბავშვი მთელი დღე თუ არა, მისი ნახევარი მაინც იქნება დათრგუნული. განსაკუთრებულად მგრძნობიარე ბავშვებში კი მაღვიძარის ხმა ღამეულ კოშმარებს იწვევს.
გარდა მაღვიძარისა, ასევე იკრძალება: მოულოდნელი მკვეთრი შუქი, ხმამაღალი მუსიკა, ბრძანებითი შეძახილი „გაიღვიძე!“ საბნის გადახდა, შენჯღრევა, შეღუტუნება და სხვა აქტიური ხერხები.
შეცდომაა: ბავშვისთვის ძილის ბოლო წუთამდე დაცდა და მერე „სირბილით“ ჩაცმა-გამზადება. სჯობს პატარა 15 წუთით ადრე შეაღვიძოთ და ნელ-ნელა შეაფხიზლოთ.
მაშ ასე, როგორ მოვიქცეთ, როდესაც პატარას საბავშვო ბაღში წასასვლელად ვაღვიძებთ:
ნაბიჯი 1 — ბგერები
ბაღის ასაკის ბავშვები ემოციურად ძლიერ კავშირში არიან დედასთან. თუ დილით მის ოთახში ფეხაკრეფით შეხვალთ, ფრთხილად გადაწევთ ფარდას და მერე საწოლთან დაიხრებით, თქვენი პატარა შეფხიზლდება.
ამის შემდეგ შეგიძლიათ რომელიმე მოწყობილობაზე ჩაწერილი ბუნების ხმები დაიხმაროთ. ოპტიმალური ვარიანტია დილის ტყის ხმები და ჩიტების ჭიკჭიკი — დაბალ ხმაზე. აი ზღვის ტალღების შრიალისა და ნაკადულის რაკრაკის ჩანაწერი კი სჯობს, ღამით ჩაურთოთ ბავშვს — ეს ჩაძინებას უწყობს ხელს.
ნაბიჯი 2 — ნებივრობა ლოგინში
ნუ იფიქრებთ, რომ ლოგინში ნებივრობა ბავშვს ზედმეტად გააფუჭებს. პირიქით, ეს მის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. საქმე ისაა, რომ სხეული ტვინზე გვიან იღვიძებს — კუნთებს დრო სჭირდება, რომ მოდუნებული მდგომარეობიდან აქტიურში გადავიდეს.
ამიტომ, რამდენიმე წუთის განმავლობაში ნაზად უსვით ხელი პატარას და ალერსიანი ხმით ესაუბრეთ. ამოძრავეთ ხელი ცენტრიდან პერიფერიის მიმართულებით. მაგალითად: მხრიდან ხელისგულისკენ, თეძოს თავიდან ფეხისგულისკენ. შემდეგ გადადით სახეზე, გადაუსვით თითები პატარას წარბებზე, ტუჩებსა და ლოყებზე. მერე ფაქიზად მოუსრისეთ ყურის ბიბილოები და ბოლოს ნიჟარებიც.
ეს პროცედურა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს — ეს ოპტიმალური დროა. უფრო ხანგრძლივი ალერსი და თათუნი პატარას კი არ გააღვიძებს, პირიქით, მოთენთავს და კვლავ ძილს მოჰგვრის.

ნაბიჯი 3 — რა ფერისაა დილა?
დაამაგრეთ ბავშვის საწოლზე ფერადი სმაილი, ან დაკიდეთ კედელზე ქაღალდის ჭრელი გირლანდები თუ მხიარული ნახატი. წაუგებელი ვარიანტია საწოლთან ლამაზი თეფშით კაშკაშა წითელი, ყვითელი თუ ნარინჯისფერი ხილის დადგმა.
ფერებით მკურნალობაში (ქრომოთერაპია) ეს ფერები სწორედ იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც ადამიანს გაღვიძების პრობლემები აქვს. თანაც, ეს კაშკაშა და თბილი ფერები ბედნიერების ჰორმონების, ენდორფინების გამომუშავებას უწყობს ხელს, ხოლო ხილის სუნი ტვინზე ზემოქმედებს და ააქტიურებს.
დაიმახსოვრეთ: დილის პირველი შთაბეჭდილება უნდა იყოს მკაფიო და მოულოდნელი, მაგრამ მოკლე და მარტივი.
დაიმახსოვრეთ: დილის პირველი შთაბეჭდილება უნდა იყოს მკაფიო და მოულოდნელი, მაგრამ მოკლე და მარტივი.
ნაბიჯი 4 — დილის რიტუალი
ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოვლენების განმეორებითობას. ამიტომ მოიგონეთ დილის რიტუალი და მალე ის კომპიუტერული პროგარამასავით ამოქმედდება — კარგ განწყობას თავისით აამოქმედებს.
მაგალითად, სანამ პატარას აფხიზლებთ, უამბეთ მას, როგორ იღვიძებენ ამ დროს ტყეში პაწაწა ციყუნიები.
იცოდეთ, ეს მნიშვნელოვანია!
არ ღირს შეუცვალოთ ბავშვს დღის წესრიგი უქმეებზე ან არდადეგებზე. ეს გაართულებს გაღვიძების ნორმალური რეჟიმის აღდგენას.
და კიდევ: ის, თუ როგორ გაიღვიძებს ბავშვი დილით, პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარა წინა საღამო. ამიტომ იცოდეთ, რომ ბავშვისთვის ძილის წინ არ შეიძლება:
და კიდევ: ის, თუ როგორ გაიღვიძებს ბავშვი დილით, პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარა წინა საღამო. ამიტომ იცოდეთ, რომ ბავშვისთვის ძილის წინ არ შეიძლება:
„მძიმე“ საკვებისა და ბევრი სითხის მიცემა;
აქტიური თამაშებით დაკავება;
საშიში ფილმების ყურება ან ზღაპრების კითხვა;
მისი თანდასწრებით ხმამაღალი კამათი;
რაღაცის გამო დასჯა;
დასაძინებლად გამზადების პროცესის გაწელვა.
კარგი იქნება, თუ ძილის წინ:
ითამაშებთ შვილთან ერთად მშვიდ სამაგიდო თამაშს ან გაისეირნებთ;
წაუკითხავთ კეთილ ზღაპარს;
აბანავებთ პატარას თბილ წყალში, სასურველია, სამკურნალო ბალახების აბაზანა;
მოეფერებით პატარას და კიდევ ერთხელ ეტყვით, რომ ძალიან საყვარელია და შესანიშნავი.