https://sputnik-georgia.com/20240109/----arab-news-----285540628.html
„საქართველოს მარგალიტი“ - Arab News-მა თბილისს სტატია მიუძღვნა
„საქართველოს მარგალიტი“ - Arab News-მა თბილისს სტატია მიუძღვნა
Sputnik საქართველო
სტატიაში საქართველოს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებზეა მოთხრობილი 09.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-09T20:28+0400
2024-01-09T20:28+0400
2024-01-09T20:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
კატარი
საუდის არაბეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ბაჰრეინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/80/248158085_0:169:3000:1857_1920x0_80_0_0_da275a533e518abed1707874239cf832.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულმა გამოცემა Arab News-მა გამოაქვეყნა სტატია „საქართველოს მარგალიტი: მოგზაურობა თბილისში“, სადაც დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებზეა მოთხრობილი.გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ტურისტმა შეიძლება ნახოს როგორც ნეოკლასიკური, ისე მავრიტანული არქიტექტურა, ასევე საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი შენობები, რომლებმაც ტრანსფორმაცია განიცადეს და ახლა იქ კაფეები ან კრეატიული სივრცეებია განთავსებული.სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის გარდა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ტურისტებს ამ ქვეყანაში იზიდავს. მთელი წლის განმავლობაში კავკასიონის მთები მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის სათავგადასავლო ადგილია.„ადგილობრივები სტუმართმოყვარე ხალხია, აქ ადვილია გემრიელი კერძების აღმოჩენა და ხალხთან საუბარი“, - ნათქვამია სტატიაში.Arab News-ის სტატიაში ასევე ნახსენებია ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა მეტეხის ტაძარი, აბანოთუბანი, ნარიყალა და ბოტანიკური ბაღი.საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, Arab News სოციალურ ქსელებში 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. გამოცემა პოპულარულია საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, კატარში, ბაჰრეინსა და ომანში.
საქართველო
კატარი
საუდის არაბეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ბაჰრეინი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/80/248158085_150:0:2851:2026_1920x0_80_0_0_0477008a69f6deec612c9fd190c7e4ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, კატარი, საუდის არაბეთი , არაბთა გაერთიანებული საამიროები , ბაჰრეინი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, კატარი, საუდის არაბეთი , არაბთა გაერთიანებული საამიროები , ბაჰრეინი
„საქართველოს მარგალიტი“ - Arab News-მა თბილისს სტატია მიუძღვნა
სტატიაში საქართველოს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებზეა მოთხრობილი
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულმა გამოცემა Arab News-მა გამოაქვეყნა სტატია „საქართველოს მარგალიტი: მოგზაურობა თბილისში“, სადაც დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებზეა მოთხრობილი.
გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.
„საქართველო არაბთათვის უცხო არ არის. 2022 წელს ამ ქვეყანას სპარსეთს ყურის ქვეყნებიდან 140 ათასზე მეტი რეზიდენტი ეწვია, აქედან ვიზიტორთა 79% საუდის არაბეთზე მოდის. 3,5 საათიანი ფრენის შემდეგ სპარსეთის ყურის რეგიონიდან საქართველოში ჩასული ტურისტი ევროპული და აზიური კულტურის ნაზავს აღმოაჩენს“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ტურისტმა შეიძლება ნახოს როგორც ნეოკლასიკური, ისე მავრიტანული არქიტექტურა, ასევე საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი შენობები, რომლებმაც ტრანსფორმაცია განიცადეს და ახლა იქ კაფეები ან კრეატიული სივრცეებია განთავსებული.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის გარდა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ტურისტებს ამ ქვეყანაში იზიდავს. მთელი წლის განმავლობაში კავკასიონის მთები მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის სათავგადასავლო ადგილია.
„ადგილობრივები სტუმართმოყვარე ხალხია, აქ ადვილია გემრიელი კერძების აღმოჩენა და ხალხთან საუბარი“, - ნათქვამია სტატიაში.
Arab News-ის სტატიაში ასევე ნახსენებია ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა მეტეხის ტაძარი, აბანოთუბანი, ნარიყალა და ბოტანიკური ბაღი.
„ნარიყალას ციხე-სიმაგრის ძირში აბანოთუბანია, აქ მდებარეობს 6 რელიგიური ინსტიტუტი: ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, კათოლიკური, სომხური გრეგორიანული ეკლესიები, ჯუმას მეჩეთი, სინაგოგა და ამჟამად გაუქმებული ზოროასტრული ტაძარი ათეშგა“,- წერს ავტორი.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, Arab News სოციალურ ქსელებში 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. გამოცემა პოპულარულია საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, კატარში, ბაჰრეინსა და ომანში.