ტრაგედია სენაკში: ერთ-ერთ სოფელში კაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
44 წლის მამაკაცი მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 44 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში 7 იანვარს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილ მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0