ტიტოვი: რუსეთი აღარასდროს მიბრუნდება დასავლეთისკენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. რუსეთი აღარასდროს მიბრუნდება დასავლეთისკენ, თუნდაც ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ხვალვე გააუქმონ ყველა დაწესებული სანქცია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებულმა მეწარმეების უფლებების დაცვის საკითხებში ბორის ტიტოვმა.
„რომც წარმოვიდგინოთ, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი რუსეთს ხვალ ყველა სანქციას მოუხსნიან და კვლავ გამოიწევენ ჩვენკენ, ჩვენ აღარასდროს მივბრუნდებით დასავლეთისკენ. მერწმუნეთ, მიბრუნება აღარ იქნება. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთთან იმ სახის კომუნიკაცია, რომლის უფლებასაც აძლევს თავს ახლა დასავლეთი, დაუშვებელია“, — განაცხადა ტიტოვმა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას.
მისი განმარტებით, საქმე „ავმეხსიერება და წყენა“ კი არ არის, „უბრალოდ, დასავლეთი უკვე გავლილი ეტაპი და კაცობრიობის წარსულია“, კაცობრიობის მომავალი კი — „ეს აღმოსავლეთია, ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთი“, სადაც მოსკოვთან მეგობრობაც სურთ და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაც.
ყველა ახალი ამბავი
0