https://sputnik-georgia.com/20240108/tbilissi-ramdenime-atas-abonents-gazmomarageba-avariulad-seuwyda-285511782.html
თბილისში რამდენიმე ათას აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
თბილისში რამდენიმე ათას აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
Sputnik საქართველო
საცხოვრებელი კორპუსების გარდა, გაზი არ მიეწოდება რამდენიმე კომერციულ ობიექტს 08.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-08T22:31+0400
2024-01-08T22:31+0400
2024-01-09T01:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისი-ენერჯი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_0:88:2000:1213_1920x0_80_0_0_45db07d86c6f210e99f89310a3e00446.jpg
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში 19.000 აბონენტს გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოებისას გაზსადენის დაზიანების გამო შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ პრესსამსახური.„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ჯავახეთის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების დროს კომპანიის კუთვნილი გაზსადენი დაზიანდა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გაზმომარაგება 17:00 საათიდან შეუწყდა.გაზმომარაგების აღდგენა 9 იანვარს დილის 10:00 საათიდან დაიწყება და 22 საათისთვის სრულად აღდგება.საცხოვრებელი კორპუსების გარდა, გაზი არ მიეწოდება რამდენიმე კომერციულ ობიექტს, კერძოდ ვარკეთილის ბაზრის მიმდებარედ, სამედიცინო დაწესებულებებს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, შსს-ს ეკონომიკის დეპარტამენტს და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“.„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_132:0:1868:1302_1920x0_80_0_0_01b6cc29875ec7066a2268b842268066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისი-ენერჯი
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისი-ენერჯი
თბილისში რამდენიმე ათას აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
22:31 08.01.2024 (განახლებულია: 01:41 09.01.2024) საცხოვრებელი კორპუსების გარდა, გაზი არ მიეწოდება რამდენიმე კომერციულ ობიექტს
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში 19.000 აბონენტს გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოებისას გაზსადენის დაზიანების გამო შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ პრესსამსახური.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ჯავახეთის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების დროს კომპანიის კუთვნილი გაზსადენი დაზიანდა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გაზმომარაგება 17:00 საათიდან შეუწყდა.
გაზმომარაგების აღდგენა 9 იანვარს დილის 10:00 საათიდან დაიწყება და 22 საათისთვის სრულად აღდგება.
საცხოვრებელი კორპუსების გარდა, გაზი არ მიეწოდება რამდენიმე კომერციულ ობიექტს, კერძოდ ვარკეთილის ბაზრის მიმდებარედ, სამედიცინო დაწესებულებებს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, შსს-ს ეკონომიკის დეპარტამენტს და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.