საქართველოში ელიტური უძრავი ქონების დეფიციტია - ექსპერტის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი, ვაკე. ელიტური უძრავი ქონება
თბილისი, ვაკე. ელიტური უძრავი ქონება - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
ელიტურ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა, ძირითადად, ბიზნესიდან და დიპლომატებიდან მოდის, თუმცა, ქვეყანაში ამ კატეგორიის ბინების შეძენა ან დაქირავება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, განაცხადა ექსპერტმა.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. მაღალი კლასის საცხოვრებელი უძრავი ქონების დეფიციტი კვლავ იგრძნობა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა იზრდება, განაცხადა უძრავი ქონების სააგენტო RENTALS-ის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ერისთავმა.
ერისთავის ინფორმაციით, ელიტურ უძრავ ქონება მოთხოვნა ძირითადად ბიზნესიდან და დიპლომატებიდან მოდის, თუმცა, ქვეყანაში ამ კატეგორიის ბინების შეძენა ან დაქირავება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
„თუ ავიღებთ პირამიდის წვეტს და ვილაპარაკებთ ყველაზე ძვირად ღირებულ ქონებაზე, სერიოზული დეფიციტი გვაქვს დღესაც. როგორც გაყიდვის კუთხით მიწოდება ნაკლებია, ისე გაქირავების კუთხითაც", - განაცხადა ერისთავმა მედიაპლატფორმა BMG-ის ეთერში.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ქართველმა დეველოპერებმა დაიწყეს უფრო პატარა ბინების მშენებლობა, რაზეც მეტი მოთხოვნა იყო, უცებ გაჩნდა მოთხოვნა 200, 300, 400 კვადრატულ მეტრ ბინებზე და ამისთვის ბაზარი მოუმზადებელი იყო.
როგორც ერისთავმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ცოტა გამოსწორდა, ქვეყანაში მაღალი კლასის ბინებზე დეფიციტი მაინც იგრძნობა.
ყველა ახალი ამბავი
0