https://sputnik-georgia.com/20240108/salva-papuasvili-gavufrtxildet-msvidobas-285483325.html
შალვა პაპუაშვილი: გავუფრთხილდეთ მშვიდობას
შალვა პაპუაშვილი: გავუფრთხილდეთ მშვიდობას
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს. 08.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-08T00:08+0400
2024-01-08T00:08+0400
2024-01-08T00:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284444221_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_5d16f634a5559594e733a169c7283618.jpg
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას ქრისტეს შობა მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ყველამ უნდა დააფასოს და გაუფრთხილდეს მშვიდობას.მისი თქმით, ყველა ადამიანის გული უნდა იყოს სავსე სიყვარულითა და სიკეთით.„მნიშვნელოვანი დღე არის დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ღმერთი არის თითოეული ჩვენგანის გულში. სიკეთე, სიყვარული უნდა სუფევდეს თითოეული ჩვენგანის გულში, ჩვენს ოჯახებში, სამშობლოში და ამ შეგრძნებით უნდა ვიცხოვროთ ყოველდღიურად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს. ღამით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა გაიმართა. ტრადიციული საშობაო „ალილოს“ მსვლელობა თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დღეს, 14:00 საათზე დაიწყება. დილით მთელი ქვეყნის მასშტაბით საშობაო მსვლელობა - ალილო გაიმართა, რომელიც ქრისტეშობის სამადლობელი პარაკლისით დასრულდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284444221_242:0:2973:2048_1920x0_80_0_0_17d0cbb7a8778d3764235ef3336c9b8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გავუფრთხილდეთ მშვიდობას
საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას ქრისტეს შობა მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ყველამ უნდა დააფასოს და გაუფრთხილდეს მშვიდობას.
„გუშინ პატრიარქმა საკუთარ ეპისტოლეში გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ხაზი, მათ შორის იმას, რომ დღეს მთლიანად სამყარო გამოწვევის წინაშეა. არ არის სიმშვიდე სხვადასხვა რეგიონში და, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. ამიტომ ყველამ უნდა დავაფასოთ და ყველა გავუფრთხილდეთ მშვიდობას და ვეცადოთ, რომ ეს მშვიდობა ჩვენს გულებში, ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოში იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა ადამიანის გული უნდა იყოს სავსე სიყვარულითა და სიკეთით.
„მნიშვნელოვანი დღე არის დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ღმერთი არის თითოეული ჩვენგანის გულში. სიკეთე, სიყვარული უნდა სუფევდეს თითოეული ჩვენგანის გულში, ჩვენს ოჯახებში, სამშობლოში და ამ შეგრძნებით უნდა ვიცხოვროთ ყოველდღიურად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს. ღამით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა გაიმართა. ტრადიციული საშობაო „ალილოს“ მსვლელობა თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დღეს, 14:00 საათზე დაიწყება. დილით მთელი ქვეყნის მასშტაბით საშობაო მსვლელობა - ალილო გაიმართა, რომელიც ქრისტეშობის სამადლობელი პარაკლისით დასრულდა.