https://sputnik-georgia.com/20240108/idealuri-produqti-wnevis-dasawevad-285487038.html
იდეალური პროდუქტი წნევის დასაწევად: მეცნიერებმა 42-წლიანი კვლევის შედეგი გამოაქვეყნეს
იდეალური პროდუქტი წნევის დასაწევად: მეცნიერებმა 42-წლიანი კვლევის შედეგი გამოაქვეყნეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. იოგურტის ყოველდღიური მიღება ამცირებს ჰიპერტონიის განვითარების რისკს და ამასთან სისხლის წნევის დაქვეითებაში ეხმარება მათ, ვისაც... 08.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-08T13:19+0400
2024-01-08T13:19+0400
2024-01-08T13:19+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
ჯანსაღი კვება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1b/280406838_0:34:3072:1762_1920x0_80_0_0_e5ebb603c0da51850d8766f5dcdb6ea0.jpg
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. იოგურტის ყოველდღიური მიღება ამცირებს ჰიპერტონიის განვითარების რისკს და ამასთან სისხლის წნევის დაქვეითებაში ეხმარება მათ, ვისაც უკვე აქვს ჰიპერტონია, აცხადებენ ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერები, რომელთა კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში International Dairy Journal.მეცნიერებმა არტერიულ წნევას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და იოგურტის მოხმარებას შორის კავშირი 915 ზრდასრული პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით შეისწავლეს, რომლებიც 1974 წელს დაწყებულ Maine-Syracuse Longitudinal Study-ს გრძელვადიან კვლევაში მონაწილეობდნენ. კვლევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, უპირველესად კი ჰიპერტონიის რისკ-ფაქტორებს ეძღვნებოდა.შეადარეს რა ერთმანეთს კვლევის მონაწილეების კვების სტრუქტურა და მათი სამედიცინო მაჩვენებლები, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იოგურტის მოხმარება გავლენას ახდენს არტერიული წნევის მაჩვენებელზე, მათ შორის, ჰიპერტონიკების შემთხვევაშიც.კვლევამ აჩვენა, რომ იოგურტის მცირე რაოდენობის ეპიზოდური მოხმარებაც კი აქვეითებს სისხლის წნევას ჰიპერტონიით დაავადებულებში. ხოლო მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევდა იოგურტს, არტერიული წნევის მაჩვენებელი თითქმის შვიდი პუნქტით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ამ პროდუქტს არ იღებდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1b/280406838_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_8f516f9579a3d283e705d1d4ee33c942.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. იოგურტის ყოველდღიური მიღება ამცირებს ჰიპერტონიის განვითარების რისკს და ამასთან სისხლის წნევის დაქვეითებაში ეხმარება მათ, ვისაც უკვე აქვს ჰიპერტონია, აცხადებენ ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერები, რომელთა კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში
International Dairy Journal.
მეცნიერებმა არტერიულ წნევას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და იოგურტის მოხმარებას შორის კავშირი 915 ზრდასრული პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით შეისწავლეს, რომლებიც 1974 წელს დაწყებულ Maine-Syracuse Longitudinal Study-ს გრძელვადიან კვლევაში მონაწილეობდნენ. კვლევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, უპირველესად კი ჰიპერტონიის რისკ-ფაქტორებს ეძღვნებოდა.
შეადარეს რა ერთმანეთს კვლევის მონაწილეების კვების სტრუქტურა და მათი სამედიცინო მაჩვენებლები, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იოგურტის მოხმარება გავლენას ახდენს არტერიული წნევის მაჩვენებელზე, მათ შორის, ჰიპერტონიკების შემთხვევაშიც.
„რძის პროდუქტები, განსაკუთრებით კი იოგურტი, ამცირებს სისხლის წნევას. ეს იმას უკავშირდება, რომ რძის პროდუქტები მთელ რიგ სასარგებლო მიკროელემენტებს შეიცავს − კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის ჩათვლით, რომლებიც სისხლის წნევის რეგულაციაში მონაწილეობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა იოგურტი. ის ასევე შეიცავს ბაქტერიებს, რომლებიც სისხლის წნევის დაქვეითებისთვის ხელშემწყობი ბაქტერიების გამომუშავებას უწყობს ხელს“, − აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ალექსანდრა ვეიდი.
კვლევამ აჩვენა, რომ იოგურტის მცირე რაოდენობის ეპიზოდური მოხმარებაც კი აქვეითებს სისხლის წნევას ჰიპერტონიით დაავადებულებში. ხოლო მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევდა იოგურტს, არტერიული წნევის მაჩვენებელი თითქმის შვიდი პუნქტით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ამ პროდუქტს არ იღებდა.