https://sputnik-georgia.com/20240108/gaeros-sajaro-servisebi-msoflio-forumi-2026-wels-saqartvelosi-gaimarteba-285487500.html
გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმი 2026 წელს საქართველოში გაიმართება
გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმი 2026 წელს საქართველოში გაიმართება
Sputnik საქართველო
გაერომ ფორუმის საქართველოში ჩატარებაზე დადებითი გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროსთვის გამოგზავნილი ოფიციალური წერილით დაადასტურა. 08.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-08T13:47+0400
2024-01-08T13:47+0400
2024-01-08T13:47+0400
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
რატი ბრეგაძე
გაერო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/24/240102458_0:83:1601:983_1920x0_80_0_0_8dff58988849afebd69e61447979c210.jpg
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს 2026 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უმასპინძლებს. ამის შესახებ გაერომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილით აცნობა. როგორც იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს, ფორუმის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა 2023 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრაზე განიხილეს. დადებითი გადაწყვეტილება ოფიციალური წერილით დადასტურდა. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილში საჯარო ადმინისტრირების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. რატი ბრეგაძემ ლი ჯუნჰუასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ზოგადად მთავრობის სავიზიტო ბარათია. სერვისებზე ხელმისაწვდომობას უწყება მუდმივად აუმჯობესებს, მათ შორის, ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით. გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 800-დან 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სამთავრობო ლიდერები, წამყვანი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში მონაწილეები საჯარო სერვისების მიმართულებით თანამედროვე გამოწვევებზე, ინოვაციურ პრაქტიკებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/24/240102458_90:0:1509:1064_1920x0_80_0_0_3b13da1dce1aad4eedcbb3f8a0005b11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რატი ბრეგაძე, გაერო, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რატი ბრეგაძე, გაერო, ახალი ამბები, საქართველო
გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმი 2026 წელს საქართველოში გაიმართება
გაერომ ფორუმის საქართველოში ჩატარებაზე დადებითი გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროსთვის გამოგზავნილი ოფიციალური წერილით დაადასტურა.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს 2026 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უმასპინძლებს. ამის შესახებ გაერომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილით აცნობა.
როგორც იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს, ფორუმის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა 2023 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრაზე განიხილეს. დადებითი გადაწყვეტილება ოფიციალური წერილით დადასტურდა.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილში საჯარო ადმინისტრირების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის საჯარო ადმინისტრირების, როგორც მდგრადი განვითარების ეფექტური ხელშემწყობი მექნიზმის, გაძლიერებისთვის და მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან მუშაობას 2026 წლის ფორუმის მოსამზადებლად", – აღნიშნულია წერილში.
რატი ბრეგაძემ ლი ჯუნჰუასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ზოგადად მთავრობის სავიზიტო ბარათია. სერვისებზე ხელმისაწვდომობას უწყება მუდმივად აუმჯობესებს, მათ შორის, ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 800-დან 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სამთავრობო ლიდერები, წამყვანი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში მონაწილეები საჯარო სერვისების მიმართულებით თანამედროვე გამოწვევებზე, ინოვაციურ პრაქტიკებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.