მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვიდეო: ბრიტანელმა პენსიონერმა გადაიღო, როგორ ულაგებდა თაგვი სარდაფს

© unsplash/joshua-j-cottenთაგვი
თაგვი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. უელსელმა პენსიონერმა როდნი ჰოლბრუკმა, რომელიც ველური ბუნების ფოტოგრაფირებითა გატაცებული, უჩვეულო ვიდეოკადრები გადაიღო — ოღონდ არა ბუნებაში, არამედ საკუთარ სარდაფში, იუწყება BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ დღეს მან შენიშნა, რომ დილაობით სარდაფში შესულს მიმოფანტული ნივთები ყუთში ჩალაგებული ხვდებოდა. იმისათვის, რომ დაედგინა, ვინ ალაგებდა იქაურობას, ჰოლბრუკმა სარდაფში ვიდეოკამერა დააყენა.
გადაღებულმა კადრებმა ქალი გააოგნა: მასზე კარგად ჩანდა, თუ როგორ გულმოდგინედ კრეფდა თაგვი ირგვლივ მიმოყრილ ნივთებს, მათ შორის, სარეცხის სარჭებს, საცობებსა და სხვა წვრილმან ნივთებს, და მაგიდაზე დადგმულ ყუთში ათავსებდა.
ჰოლბრუკმა „უელსური აკურატული თაგვის" ვიდეო ჟურნალისტებს გადასცა და თან განუმარტა, რომ ეს თაგუნა მის სარდაფს უკვე ორი თვეა ალაგებს.
ყველა ახალი ამბავი
0