https://sputnik-georgia.com/20240108/atasobit-tbiliseli-gazis-garese-darca-285496996.html
ათასობით თბილისელი გაზსადენზე ავარიის გამო ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა
ათასობით თბილისელი გაზსადენზე ავარიის გამო ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა
Sputnik საქართველო
ისნის რაიონის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ გვიან ღამით ავარიულად შეუწყდა. 08.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-08T14:36+0400
2024-01-08T14:36+0400
2024-01-08T14:36+0400
თბილისი დღეს
თბილისი-ენერჯი
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/11/273985141_0:63:3078:1794_1920x0_80_0_0_a53d2144e618866f629fb6766db86c10.jpg
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თბილისში ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მიწისქვეშა გაზსადენზე ავარიის გამო 12 ათასზე მეტი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი". ავარია 7 იანვარს გვიან ღამით მოხდა. კერძო სახლების გარდა, გაზი არ მიეწოდება რამდენიმე რესტორანს, სამედიცინო დაწესებულებებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ბაზრობას ისნის რაიონში. ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე. გაზის მიწოდების აღდგენა 8 იანვარს დილის 10:00 საათზე დაიწყო და 22:00 საათისთვის დამთავრდება. „თბილისი ენერჯი" აბონენტებს სხვა კომპანიის მიერ შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/11/273985141_298:0:3029:2048_1920x0_80_0_0_7a1084a75ca479f0b9d10acd17a2b21b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისი-ენერჯი, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს, თბილისი-ენერჯი, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ათასობით თბილისელი გაზსადენზე ავარიის გამო ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა
ისნის რაიონის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ გვიან ღამით ავარიულად შეუწყდა.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თბილისში ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მიწისქვეშა გაზსადენზე ავარიის გამო 12 ათასზე მეტი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი".
ავარია 7 იანვარს გვიან ღამით მოხდა. კერძო სახლების გარდა, გაზი არ მიეწოდება რამდენიმე რესტორანს, სამედიცინო დაწესებულებებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ბაზრობას ისნის რაიონში. ქუჩების სრული ჩამონათვალი
იხილეთ ამ ბმულზე.
გაზის მიწოდების აღდგენა 8 იანვარს დილის 10:00 საათზე დაიწყო და 22:00 საათისთვის დამთავრდება.
„გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის დანადგარები უყურადღებოდ. ონკანები კი იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს სხვა კომპანიის მიერ შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.