ამინდის პროგნოზი თბილისში: 8-14 იანვარი

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ზამთარში
თბილისის ზამთარში - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
კვირის ბოლოს თბილისში დღისით ყინვა და თოვლია მოსალოდნელი.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები ამ კვირაში თბილისში ზოგან მზიან და ზოგან წვიმიან და ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.
ორშაბათი, 8 იანვარი: დედაქალაქში ნაწილობრივ მზიანი და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 4, დღისით კი მაქსიმალური პლუს 14 გრადუსი იქნება. იქროლებს სუსტი ქარი.
მზის ჩასვლა – 17:47 სთ.
სამშაბათი, 9 იანვარი: თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ასევე მცირე წვიმა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 5, დღისით მაქსიმალური კი პლუს 11 გრადუსი იქნება.
მზის ამოსვლა – 08:27 სთ.
მზის ჩასვლა – 17:48 სთ.
ქარის სიჩქარე – 10-15 მ/წმ.
ოთხშაბათი, 10 იანვარი: თბილისში მოღრუბლული, წვიმიანი და ქარიანი ამინდი იქნება.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 3 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 8 გრადუსი იქნება.
მზის ამოსვლა – 08:27 სთ.
მზის ჩასვლა – 17:49 სთ.
ქარის სიჩქარე – 10-15, 17-22 მ/წმ.
ხუთშაბათი, 11 იანვარი: სინოპტიკოსები თბილისში უპირატესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა იქნება ნაწილობრივი მოღრუბლულობა და მცირე წვიმაც.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 3, დღისით მაქსიმალური კი პლუს 7 გრადუსი იქნება.
მზის ამოსვლა – 08:27 სთ.
მზის ჩასვლა – 17:50 სთ.
ქარის სიჩქარე – 10-15 მ/წმ.
პარასკევი, 12 იანვარი: თბილისში მოსალოდნელია უპირატესად ღრუბლიანი ამინდი.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 1, დღისით მაქსიმალური კი პლუს 7 გრადუსი იქნება.
მზის ამოსვლა – 08:26 სთ.
მზის ჩასვლა – 17:51 სთ.
ქარის სიჩქარე – 10-15 მ/წმ.
შაბათი, 13 იანვარი: თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სუსტი წვიმა და ზოგან - თოვლი.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 0, დღისით მაქსიმალური კი პლუს 4 გრადუსი იქნება.
მზის ამოსვლა – 08:26 სთ.
მზის ჩასვლა – 17:52 სთ.
ქარის სიჩქარე – 10-15 მ/წმ.
კვირა, 14 იანვარი: ძველით ახალ წელს თბილისში ცივი ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 3 გრადუსამდე დაეცემა. დღისით მაქსიმალური კი პლუს 1 გრადუსი იქნება.
მზის ამოსვლა – 08:26 სთ.
მზის ჩასვლა – 17:53 სთ.
ქარის სიჩქარე – 10-15 მ/წმ.
ყველა ახალი ამბავი
0