https://sputnik-georgia.com/20240107/saqartvelo-sobas-zeimobs-285468855.html
საქართველო ქრისტეშობას ზეიმობს
საქართველო ქრისტეშობას ზეიმობს
Sputnik საქართველო
თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ყოველწლიური საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება. 07.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-07T10:08+0400
2024-01-07T10:08+0400
2024-01-07T10:08+0400
საზოგადოება
რელიგია
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ქრისტეშობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24743/44/247434487_0:160:1909:1233_1920x0_80_0_0_bd6acfe410cac73a0b50586cd428edad.png
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში მართლმადიდებლები დღეს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — ქრისტეშობას აღნიშნავენ.შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შედგა.ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ღამისთევის მსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.ომები და ხელოვნური ინტელექტი: ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში მწვავე თემებს შეეხო>>შობას საქართველოს მცხოვრებნი ფანჯრებთან დანთებული სანთლებით შეხვდნენ. ამ ტრადიციის დამკვიდრებისაკენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს რამდენიმე წლის წინ მოუწოდა და იგი უკვე შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი გახდა.კვირას, 14:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.ხვალ თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება: დეტალური ინფორმაცია>>„ალილოს“ მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის და მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა — მსვლელობის მონაწილეებს თბილისელები გადასცემენ საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24743/44/247434487_114:0:1787:1255_1920x0_80_0_0_24898390b7c9c285cc74f29298c067f5.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ქრისტეშობა
საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ქრისტეშობა
საქართველო ქრისტეშობას ზეიმობს
თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ყოველწლიური საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში მართლმადიდებლები დღეს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — ქრისტეშობას აღნიშნავენ.
შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შედგა.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ღამისთევის მსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.
შობას საქართველოს მცხოვრებნი ფანჯრებთან დანთებული სანთლებით შეხვდნენ. ამ ტრადიციის დამკვიდრებისაკენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს რამდენიმე წლის წინ მოუწოდა და იგი უკვე შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი გახდა.
კვირას, 14:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.
„ალილოს“ მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის და მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა — მსვლელობის მონაწილეებს თბილისელები გადასცემენ საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.