https://sputnik-georgia.com/20240107/msoflios-qveynebis-yvelaze-ucnauri-saaxalwlo-tradiciebi-285473426.html
მსოფლიოს ქვეყნების ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციები
მსოფლიოს ქვეყნების ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციები
Sputnik საქართველო
ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და ფერადი დღესასწაულია დედამიწაზე. ის იმედებთან, სითბოსთან, საჩუქრებთან და დადებით... 07.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-07T15:45+0400
2024-01-07T15:45+0400
2024-01-07T15:45+0400
ახალი წელი 2024
მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/06/285459151_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_532b1ae6aff575c480b04a93db8350a8.jpg
ახალი წლის ჯადოსნური ღამე მსოფლიოს დიდ ნაწილს აერთიანებს და ერთ დიდ დღესასწაულში რთავს. თუმცა, არსებობს უამრავი განსხვავებული, მხიარული და უცნაური ტრადიცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს და მას საახალწლოდ თუ საშობაოდ აუცილებლად იცავენ.ზოგიერთი ქვეყნისთვის ახალი წლის ღამეს საფრთხობელის დაწვა ან მეგობართან ხელჩართული ბრძოლა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ჩვენთვის გოზინაყის მომზადება თუ მეკვლეობა. უფრო მეტიც, ზოგან თუ შემწვარი მუხლუხოებით პირი არ ჩაიტკბარუნეს, ახალ წელს ისე რა გემო ექნება!დღევანდელ სტატიაში შევეცადეთ შეგვეკრიბა მსოფლიოში ყველაზე განსაკუთრებული, უცნაური და უნიკალური საახალწლო ტრადიციები.სამხრეთ აფრიკა – შემწვარი მუხლუხოებიდიახ, თქვენ არ მოგესმათ. სამხრეთ აფრიკაში მთავარი სადღესასწაულო კერძი სწორედ შემწვარი მუხლუხოა. ის ნამდვილ დელიკატესად ითვლება, რადგან, როგორც ამბობენ, უგემრიელესია. გარდა ამისა, ნოყიერი და სასარგებლოცაა – უამრავ ცილას შეიცავს. ადგილობრივები მას საახალწლოდ უბრალოდ შემწვარს მიირთმევენ, ან პომიდვრის სოუსთან ერთად. მოკლედ, თუ საახალწლო მუხლუხოს გადაყლაპავთ, იღბლიანი წელი გელით.იაპონია – თეთრი ტორტი მაწყვით და KFCიაპონიაში წითელი და თეთრი ნამცხვარი საახალწლო სუფრის მთავარი მოვლენაა. ეს ღრუბელივით თეთრი, ფაფუკი ტორტი, რომელიც ათქვეფილი კრემითა და მარწყვითაა დაფარული, იაპონურ კულტურაში იმდენადაა ფესვგადგმული, რომ მას ფაქტობრივად ყველგან წააწყდებით – რეკლამებში, მაღაზიებში. მისი ემოჯიც კი არსებობს. თუ არ გჯერათ, ჩაიხედეთ ტელეფონში და დარწმუნდებით. მოკლედ, იაპონური საახალწლო სუფრა ამ ტორტის გარეშე წარმოუდგენელია.და, რა თქმა უნდა, KFC (Kentucky Fried Chicken), ანუ შემწვარი წიწილა კენტუკიდან. დიახ, დაივიწყეთ საშობაო ინდაური. მრავალი იაპონელისთვის ტრადიციული საშობაო ვახშამი სწორედ კენტუკის შემწვარი ქათამია.ვენესუელა – გორგოლაჭებით სრიალივენესუელის დედაქალაქ კარაკასში შობის ღამეს გორგოლაჭებით სრიალებენ და ეს ტრადიცია იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხელისუფლებას მოუწია ქუჩების დაკეტვა, რათა ყველამ შეძლოს უსაფრთხოდ სრიალი. უცნობია, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ იქ საშობაო წირვაზეც კი გორგოლაჭებით მიდიან. წირვის შემდეგ კი გახუხულ პურსა და ყავას მიირთმევენ. მართლაც მხიარული და საოცარი სანახაობაა შობის ღამეს კარაკასის ქუჩებში.ესპანეთი – წითელი საცვლები და ყურძნის 12 მარცვალიესპანეთს ორი უჩვეულო საახალწლო ტრადიცია აქვს. ახალი წლის ღამეს, 12 საათზე ყურძნის ზუსტად 12 მარცვალი უნდა შეჭამოთ, თან ძალიან სწრაფად – ზუსტად 12 წამში. თითოეული მარცვალი ერთ თვეს აღნიშნავს, და თუ ყველას შეჭამთ, მაშინ წარმატებული წელი „გარანტირებული“ გაქვთ.გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ წითელი საცვლის ჩაცმაც. შეიძლება ეს იყოს წინდაც. ოღონდ აუცილებელია, რომ ის სხვისგან იყოს საჩუქრად მიღებული. ვალენსიის ერთი პატარა სოფელი კი უფრო წინ წავიდა: აქ ახალი წლის ღამეს ტრადიციაა ქუჩაში მხოლოდ წითელი საცვლებით სირბილი.ფინეთი – საუნა შობის ღამესთითოეული ფინელი შობის ღამეს საუნაში წასასვლელად ემზადება, რათა საშობაო სადილის მირთმევამდე კარგად დაისვენოს და განიტვირთოს. ამას აღიქვამენ, როგორც გაწმენდის შესანიშნავ გზას. ფინელები საუნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათი სიწმინდის სიმბოლოცაა.ფილიპინები – ყველაფერი, რაც მრგვალიაფილიპინებში მიიჩნევენ, რომ ახალი წლის სუფრაზე ყველაფერი მრგვალი უნდა იყოს: ხილი, ბოსტნეული, ტკბილეული და ა.შ. ის, რაც ფორმით მონეტას ჰგავს, მათთვის კეთილდღეობისა და ბევრი ფულის მომტანია. მათ სჯერათ, რომ რაც უფრო მეტი მრგვალი ნივთი ექნებათ ახალ წელს, მით უფრო ბარაქიანი წელი ექნებათ.ფილიპინელები ტანსაცმელზეც კი ქარგავენ ან ხატავენ მრგვალ ფორმებსა და ჩუქურთმებს, რათა მომავალი წელი ფინანსურად კარგი ჰქონდეთ.სამხრეთ ამერიკის ქვეყნები – ფერადი საცვლებიახალი წლის ღამეს სამხრეთ ამერიკელები ფერად საცვლებს იცვამენ, ფერს კი იმის მიხედვით არჩევენ, თუ რა სურთ ყველაზე მეტად. თუ სიყვარულში გამართლება გინდა, წითელი საცვალი უნდა ჩაიცვა, ოქროსფერი ფინანსური წარმატების მომტანია, თეთრი ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოგიტანთ, ლურჯი კი ჯანმრთელობას.ბოლივიელებს კი სჯერათ, რომ 12 საათის დადგომისთანავე რაც უფრო სწრაფად გაიქცევიან და გამოიცვლიან ტრუსებს, მით უკეთესი ახალი წელი ექნებათ.პერუ – ჩხუბის ფესტივალიახალ წელს პერუში მეგობრები ხელჩართულ ბრძოლას იწყებენ, რათა ახალი ფურცლიდან დაიწყონ ცხოვრება და ძველი წყენაც სამუდამოდ დაივიწყონ.პანამა – საფრთხობელის დაწვაპანამელები მიიჩნევენ, რომ თუ ახალი წლის ღამეს ადამიანის ნებისმიერი გამოსახულების ნივთს დაწვავენ, მათ საუკეთესო და ბედნიერი წელი გარანტირებული ექნებათ.ავსტრალია – იხმაურეთ ტაფებითა და ქვაბებითახალი წლის ღამეს დასტაცეთ ხელი ტაფებსა და ქვაბებს, გამოდით ქუჩაში და იხმაურეთ რაც შეიძლება მეტი, თუ გინდათ, რომ ახალ წელს ავსტრალიურად შეხვდეთ.ჩილე – ღამის გატარება ახლობლის საფლავთანსაოცარია, მაგრამ ჩილეში წინასაახალწლოდ გარდაცვლილებს იხსენებენ. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ჩილელები ახლობლების საფლავებზე მიდიან, სხედან და ახალი წლის დადგომას ელოდებიან. საყვარელი ადამიანის საფლავზე ღამის გათევა მათთვის პატივის მიგებას ნიშნავს.ბედნიერ და მხიარულ შობა–ახალ წელს გისურვებთ!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/06/285459151_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_c5cd73d69b7afee8628ee14e2212711c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი წელი 2024, მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება
ახალი წელი 2024, მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება
მსოფლიოს ქვეყნების ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციები
ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და ფერადი დღესასწაულია დედამიწაზე. ის იმედებთან, სითბოსთან, საჩუქრებთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება.
ახალი წლის ჯადოსნური ღამე მსოფლიოს დიდ ნაწილს აერთიანებს და ერთ დიდ დღესასწაულში რთავს. თუმცა, არსებობს უამრავი განსხვავებული, მხიარული და უცნაური ტრადიცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს და მას საახალწლოდ თუ საშობაოდ აუცილებლად იცავენ.
ზოგიერთი ქვეყნისთვის ახალი წლის ღამეს საფრთხობელის დაწვა ან მეგობართან ხელჩართული ბრძოლა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ჩვენთვის გოზინაყის მომზადება თუ მეკვლეობა. უფრო მეტიც, ზოგან თუ შემწვარი მუხლუხოებით პირი არ ჩაიტკბარუნეს, ახალ წელს ისე რა გემო ექნება!
დღევანდელ სტატიაში შევეცადეთ შეგვეკრიბა მსოფლიოში ყველაზე განსაკუთრებული, უცნაური და უნიკალური საახალწლო ტრადიციები.
სამხრეთ აფრიკა – შემწვარი მუხლუხოები
დიახ, თქვენ არ მოგესმათ. სამხრეთ აფრიკაში მთავარი სადღესასწაულო კერძი სწორედ შემწვარი მუხლუხოა. ის ნამდვილ დელიკატესად ითვლება, რადგან, როგორც ამბობენ, უგემრიელესია. გარდა ამისა, ნოყიერი და სასარგებლოცაა – უამრავ ცილას შეიცავს. ადგილობრივები მას საახალწლოდ უბრალოდ შემწვარს მიირთმევენ, ან პომიდვრის სოუსთან ერთად. მოკლედ, თუ საახალწლო მუხლუხოს გადაყლაპავთ, იღბლიანი წელი გელით.
იაპონია – თეთრი ტორტი მაწყვით და KFC
იაპონიაში წითელი და თეთრი ნამცხვარი საახალწლო სუფრის მთავარი მოვლენაა. ეს ღრუბელივით თეთრი, ფაფუკი ტორტი, რომელიც ათქვეფილი კრემითა და მარწყვითაა დაფარული, იაპონურ კულტურაში იმდენადაა ფესვგადგმული, რომ მას ფაქტობრივად ყველგან წააწყდებით – რეკლამებში, მაღაზიებში. მისი ემოჯიც კი არსებობს. თუ არ გჯერათ, ჩაიხედეთ ტელეფონში და დარწმუნდებით. მოკლედ, იაპონური საახალწლო სუფრა ამ ტორტის გარეშე წარმოუდგენელია.
და, რა თქმა უნდა, KFC (Kentucky Fried Chicken), ანუ შემწვარი წიწილა კენტუკიდან. დიახ, დაივიწყეთ საშობაო ინდაური. მრავალი იაპონელისთვის ტრადიციული საშობაო ვახშამი სწორედ კენტუკის შემწვარი ქათამია.
ვენესუელა – გორგოლაჭებით სრიალი
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში შობის ღამეს გორგოლაჭებით სრიალებენ და ეს ტრადიცია იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხელისუფლებას მოუწია ქუჩების დაკეტვა, რათა ყველამ შეძლოს უსაფრთხოდ სრიალი. უცნობია, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ იქ საშობაო წირვაზეც კი გორგოლაჭებით მიდიან. წირვის შემდეგ კი გახუხულ პურსა და ყავას მიირთმევენ. მართლაც მხიარული და საოცარი სანახაობაა შობის ღამეს კარაკასის ქუჩებში.
ესპანეთი – წითელი საცვლები და ყურძნის 12 მარცვალი
ესპანეთს ორი უჩვეულო საახალწლო ტრადიცია აქვს. ახალი წლის ღამეს, 12 საათზე ყურძნის ზუსტად 12 მარცვალი უნდა შეჭამოთ, თან ძალიან სწრაფად – ზუსტად 12 წამში. თითოეული მარცვალი ერთ თვეს აღნიშნავს, და თუ ყველას შეჭამთ, მაშინ წარმატებული წელი „გარანტირებული“ გაქვთ.
გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ წითელი საცვლის ჩაცმაც. შეიძლება ეს იყოს წინდაც. ოღონდ აუცილებელია, რომ ის სხვისგან იყოს საჩუქრად მიღებული. ვალენსიის ერთი პატარა სოფელი კი უფრო წინ წავიდა: აქ ახალი წლის ღამეს ტრადიციაა ქუჩაში მხოლოდ წითელი საცვლებით სირბილი.
ფინეთი – საუნა შობის ღამეს
თითოეული ფინელი შობის ღამეს საუნაში წასასვლელად ემზადება, რათა საშობაო სადილის მირთმევამდე კარგად დაისვენოს და განიტვირთოს. ამას აღიქვამენ, როგორც გაწმენდის შესანიშნავ გზას. ფინელები საუნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათი სიწმინდის სიმბოლოცაა.
ფილიპინები – ყველაფერი, რაც მრგვალია
ფილიპინებში მიიჩნევენ, რომ ახალი წლის სუფრაზე ყველაფერი მრგვალი უნდა იყოს: ხილი, ბოსტნეული, ტკბილეული და ა.შ. ის, რაც ფორმით მონეტას ჰგავს, მათთვის კეთილდღეობისა და ბევრი ფულის მომტანია. მათ სჯერათ, რომ რაც უფრო მეტი მრგვალი ნივთი ექნებათ ახალ წელს, მით უფრო ბარაქიანი წელი ექნებათ.
ფილიპინელები ტანსაცმელზეც კი ქარგავენ ან ხატავენ მრგვალ ფორმებსა და ჩუქურთმებს, რათა მომავალი წელი ფინანსურად კარგი ჰქონდეთ.
სამხრეთ ამერიკის ქვეყნები – ფერადი საცვლები
ახალი წლის ღამეს სამხრეთ ამერიკელები ფერად საცვლებს იცვამენ, ფერს კი იმის მიხედვით არჩევენ, თუ რა სურთ ყველაზე მეტად. თუ სიყვარულში გამართლება გინდა, წითელი საცვალი უნდა ჩაიცვა, ოქროსფერი ფინანსური წარმატების მომტანია, თეთრი ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოგიტანთ, ლურჯი კი ჯანმრთელობას.
ბოლივიელებს კი სჯერათ, რომ 12 საათის დადგომისთანავე რაც უფრო სწრაფად გაიქცევიან და გამოიცვლიან ტრუსებს, მით უკეთესი ახალი წელი ექნებათ.
ახალ წელს პერუში მეგობრები ხელჩართულ ბრძოლას იწყებენ, რათა ახალი ფურცლიდან დაიწყონ ცხოვრება და ძველი წყენაც სამუდამოდ დაივიწყონ.
პანამა – საფრთხობელის დაწვა
პანამელები მიიჩნევენ, რომ თუ ახალი წლის ღამეს ადამიანის ნებისმიერი გამოსახულების ნივთს დაწვავენ, მათ საუკეთესო და ბედნიერი წელი გარანტირებული ექნებათ.
ავსტრალია – იხმაურეთ ტაფებითა და ქვაბებით
ახალი წლის ღამეს დასტაცეთ ხელი ტაფებსა და ქვაბებს, გამოდით ქუჩაში და იხმაურეთ რაც შეიძლება მეტი, თუ გინდათ, რომ ახალ წელს ავსტრალიურად შეხვდეთ.
ჩილე – ღამის გატარება ახლობლის საფლავთან
საოცარია, მაგრამ ჩილეში წინასაახალწლოდ გარდაცვლილებს იხსენებენ. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ჩილელები ახლობლების საფლავებზე მიდიან, სხედან და ახალი წლის დადგომას ელოდებიან. საყვარელი ადამიანის საფლავზე ღამის გათევა მათთვის პატივის მიგებას ნიშნავს.
ბედნიერ და მხიარულ შობა–ახალ წელს გისურვებთ!