საქართველოს მოსახლეობას შობა ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს

© photo: Sputnik / Stringerსაახალწლო ილუმინაციები
საახალწლო ილუმინაციები - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობას ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯომარემ ირაკლი კობახიძემ მიულოცეს.
საქართველოს მართლმადიდებლები დღეს ერთ–ერთ ყველაზე დიდი ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას აღნიშნავენ. ყველა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში ღამე საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა.
„შობას ვულოცავ საქართველოდან მთელ მსოფლიოს! შობის დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიკრიბებით და სიხარულით აღვნიშნავთ ამ დღეს. მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული ვითარებების ფონზე, უნდა გვახსოვდეს, რომ „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან“, - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
„იშვა უფალი ჩვენს მხსნელად და იმედად. უწმინდესის კურთხევით დანერგილი საშობაო ტრადიცია – ფანჯრებთან დანთებული სანთელი იმ დიდი სიხარულის სიმბოლოა, რასაც თითოეული ჩვენგანი ახლა განვიცდით. დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში,ღმერთმა ინებოს საქართველოს გაერთიანება და წინსვლა“, – დაწერა თბილისის მერმა სოციალურ ქსელში.
ღარიბაშვილი: იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია>>
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს ქრისტეშობა მიულოცა და მადლობა გადაუხადა პატრიარქს საშობაო ეპისტოლესთვის.
„გილოცავთ შობას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას. მადლობას გადავუხდი პატრიარქს ეპისტოლესთვის. როგორც ყოველთვის, პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. პატრიარქმა საგანგებოდ უსურვა მშვიდობა უკრაინას, ახლო აღმოსავლეთს ისევე, როგორც სრულიად მსოფლიოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გზავნილები ჩვენთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ომები და ხელოვნური ინტელექტი: ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში მწვავე თემებს შეეხო>>
საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. შობის, 6-7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.
ყველა ახალი ამბავი
0