https://sputnik-georgia.com/20240107/azerbaijanis-ceskom-prezidentobis-kidev-oeri-kandidati-daaregistrira-285479382.html
ალიევის კონკურენტები: აზერბაიჯანის ცესკომ პრეზიდენტობის კიდევ ორი კანდიდატი დაარეგისტრირა
ალიევის კონკურენტები: აზერბაიჯანის ცესკომ პრეზიდენტობის კიდევ ორი კანდიდატი დაარეგისტრირა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის პრეზიდენტის პოსტზე სამი კანდიდატია რეგისტრირებული. 07.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-07T16:33+0400
2024-01-07T16:33+0400
2024-01-07T16:33+0400
აზერბაიჯანი
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/01/278209465_0:270:3096:2012_1920x0_80_0_0_6cc4fc0d37778cfad06ab022aa7436e5.jpg
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებად მილი მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატები ზაჰიდ ორუჯი და რაზი ნურულაევი დაარეგისტრირა.ცესკომ სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილება პრეტენდენტების მხარდამჭერი ხელმოწერების შედეგების შემოწმების შემდეგ მიიღო, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.ორუჯი სოციალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელია. მან თავისი კანდიდატურა თვითონ წამოაყენა. ის პრეზიდენტის არჩევნებში ორჯერ იყრიდა კენჭს (2013 და 2018 წლებში) და მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ხმების 3,12%.ნურულაევის კანდიდატურა წამოაყენა პარტია „ნაციონალურმა ფრონტმა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, სადაც ამომრჩევლების ხმების 0,74% მოაგროვა.აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარდება.აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის კანდიდატურა ოფიციალურად 2023 წლის დეკემბრის ბოლოს დარეგისტრირდა. ის აზერბაიჯანის მმართველმა პარტია „ენი აზერბიაჯანმა“ წარადგინა.საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 17 ადამიანი მონაწილეობს, აქედან ხუთი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ხოლო 12 – დამოუკიდებელი კანდიდატია.საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოს აზერბაიჯანში 2018 წლის აპრილში ჩატარდა.2016 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში ჩატარდა რეფერენდუმი კონსტიტუციის შეცვლის შესახებ, სადაც 29 შესწორება შევიდა. აქედან ერთ–ერთი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას ეხება – ის ხუთიდან შვიდ წლამდე გაიზარდა. ანუ, შემდეგი არჩევნები აზერბაიჯანში 2025 წლეს უნდა ჩატარებულიყო.
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/01/278209465_99:0:2830:2048_1920x0_80_0_0_6be33bb90e94c2035b66855614b759c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აზერბაიჯანი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა
აზერბაიჯანი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა
ალიევის კონკურენტები: აზერბაიჯანის ცესკომ პრეზიდენტობის კიდევ ორი კანდიდატი დაარეგისტრირა
ამ დროისთვის პრეზიდენტის პოსტზე სამი კანდიდატია რეგისტრირებული.
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებად მილი მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატები ზაჰიდ ორუჯი და რაზი ნურულაევი დაარეგისტრირა.
ცესკომ სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილება პრეტენდენტების მხარდამჭერი ხელმოწერების შედეგების შემოწმების შემდეგ მიიღო, იუწყება
Sputnik–აზერბაიჯანი.
ორუჯი სოციალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელია. მან თავისი კანდიდატურა თვითონ წამოაყენა. ის პრეზიდენტის არჩევნებში ორჯერ იყრიდა კენჭს (2013 და 2018 წლებში) და მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ხმების 3,12%.
ნურულაევის კანდიდატურა წამოაყენა პარტია „ნაციონალურმა ფრონტმა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, სადაც ამომრჩევლების ხმების 0,74% მოაგროვა.
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარდება.
აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის კანდიდატურა ოფიციალურად 2023 წლის დეკემბრის ბოლოს დარეგისტრირდა. ის აზერბაიჯანის მმართველმა პარტია „ენი აზერბიაჯანმა“ წარადგინა.
საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 17 ადამიანი მონაწილეობს, აქედან ხუთი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ხოლო 12 – დამოუკიდებელი კანდიდატია.
საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოს აზერბაიჯანში 2018 წლის აპრილში ჩატარდა.
2016 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში ჩატარდა რეფერენდუმი კონსტიტუციის შეცვლის შესახებ, სადაც 29 შესწორება შევიდა. აქედან ერთ–ერთი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას ეხება – ის ხუთიდან შვიდ წლამდე გაიზარდა. ანუ, შემდეგი არჩევნები აზერბაიჯანში 2025 წლეს უნდა ჩატარებულიყო.