https://sputnik-georgia.com/20240106/tavdasxma-tv-pirvelis-gadamreb-jgufze-sagamoziebo-samsaxuris-gancxadeba-285468432.html
თავდასხმა ჟურნალისტებზე: საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
თავდასხმა ჟურნალისტებზე: საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის... 06.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-06T21:29+0400
2024-01-06T21:29+0400
2024-01-06T21:29+0400
ახალი ამბები
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველო
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/19/280290566_0:4:1482:838_1920x0_80_0_0_2aad0e25c8ace80e0f729cbe3e3246c6.jpg
თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია სამსახური მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უყწების ცნობით, გამოძიება 2024 წლის 6 იანვარს მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე დაიწყო.მანამდე „ტვ პირველმა“ გაავრცელა სიუჟეტი, რომლის თანახმად თბილისის მერიის მიერ 259 მილიონ ლარად შეძენილი და ჩამოყვანილი 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის თბილისში საპარკინგე ინფრასტრუქტურა არ არსებობს და 42 ერთეული სატრანსპორტო საშუალება უკვე რამდენიმე კვირაა, რაც კერძო ავტოსადგომზე დგას. და ეს მაშინ, როცა კახი კალაძე მოქალაქეებს ამ ტრანსპორტით სარგებლობას დეკემბრის ბოლოსთვის ჰპირდებოდა. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად, უწყება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/19/280290566_182:0:1302:840_1920x0_80_0_0_db98b7ebd9f3194ce9c4cf2cc6ae1603.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში
თავდასხმა ჟურნალისტებზე: საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია სამსახური მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უყწების ცნობით, გამოძიება 2024 წლის 6 იანვარს მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე დაიწყო.
მანამდე „ტვ პირველმა“ გაავრცელა სიუჟეტი, რომლის თანახმად თბილისის მერიის მიერ 259 მილიონ ლარად შეძენილი და ჩამოყვანილი 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის თბილისში საპარკინგე ინფრასტრუქტურა არ არსებობს და 42 ერთეული სატრანსპორტო საშუალება უკვე რამდენიმე კვირაა, რაც კერძო ავტოსადგომზე დგას. და ეს მაშინ, როცა კახი კალაძე მოქალაქეებს ამ ტრანსპორტით სარგებლობას დეკემბრის ბოლოსთვის ჰპირდებოდა.
„ამ თემაზე კითხვების დასმა კი "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს ლამის ფიზიკური ანგარიშსწორების ფასად დაუჯდა. კერძო ავტოპარკინგზე ჟურნალისტების მისვლამ უსაფრთხოების სამსახური ისე გააბრაზა, რომ მათზე თავდასხმა სცადა. დაცვის თანამშრომელი ცდილობდა, რომ ფიზიკურად გასწორებოდა "ტვ პირველის" ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს და დაეზიანებინა ტელევიზიის ტექნიკა“, - იუწყებოდა ტელეკომპანია.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად, უწყება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.