საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია: სებ-ის ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2024
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მინუს 29.2 მლრდ აშშ დოლარი (-78.3 მლრდ ლარი) შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
არსებული ცნობით, ეს ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის მინუს 98.7%-ია. წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, წინა კვარტალთან შედარებით, 337.6 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება მთლიანი საერთაშორისო აქტივების ოდენობას, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 15.6 მლრდ აშშ დოლარი იყო (41.8 მლრდ ლარი). ეს წინა კვარტლის მაჩვენებელს 386.5 მლნ დოლარით აღემატება.
ამასთან, მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 44.8 მლრდ აშშ დოლარი (120.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 48.9 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
ყველა ახალი ამბავი
0