მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სად ჭამენ ყველაზე მეტ მანდარინს: ცნობილია ქვეყნების ჩამონათვალი

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2024
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. გასული წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ყველაზე „გამანდარინიანებული“ ქვეყანა რუსეთი გახდა — მასზე ამ ციტრუსის მსოფლიო იმპორტის 21%, ანუ 406 ათასი ტონა მოდის, იუწყება „რია ნოვოსტი“ სააგენტო „რუსპროდსოიუზის“ მონაცემებზე დაყრდნობით.
არსებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ამ მხრივ მეორე ადგილზე შეერთებული შტატებია — აშშ-მა გასული წლის პირველ ცხრა თვეში მსოფლიო იმპორტის 13%, ანუ 242 ათასი ტონა მანდარინი შეიძინა.
მესამე ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა 8%-ით, ანუ 153 ათასი ტონა მანდარინით;
მეოთხეზე საფრანგეთი — 7%-ით, ანუ 138 ათასი ტონით;
მეხუთეზე გერმანია — 7%-ით, ანუ 107 ათასი ტონა იმპორტირებული მანდარინით.
ფულადი თვალსაზრისით, მანდარინის იმპორტში ლიდერები ასევე რუსეთი და შეერთებული შტატები გახდნენ, რომლებმაც 2023 წლის ცხრა თვეში 421 და 396 მილიონი დოლარის პროდუქცია შეიძინეს (შესაბამისად).
ამასთან აღინიშნება, რომ რუსეთმა წელიწადში 8,4%-ით გაზარდა ამ ციტრუსის შესყიდვების მოცულობა, ხოლო შეერთებულმა შტატებმა თითქმის 22%-ით შეამცირა.
ფულადი გამოსახვის მხრივ მესამე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, რომელმაც 240 მილიონი დოლარის ღირებულების ციტრუსი შეიტანა ქვეყანაში, რაც 28%-ით მეტია 2022 წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებელზე.
მანდარინის მოყვარულთა ხუთეულში ასევე მოხვდნენ დიდი ბრიტანეთი და გერმანია, რომლებმაც 203 მილიონი დოლარის (+1,5%) და 196 მილიონი დოლარის (+7,5%) მანდარინი შეიძინეს (შესაბამისად).
გარდა ამისა, მანდარინის იმპორტიორთა ათეულში შევიდნენ: ინდონეზია (137 მლნ დოლარი), ჩინეთი (81 მლნ დოლარი), კანადა (81 მლნ), პოლონეთი (74 მლნ), ჰონკონგი (57 მლნ).
ამ უკანასკნელმა მანდარინის წლიური იმპორტის მოცულობა სხვებზე მეტად, 35.4%-თ გაზარდა, ყველაზე ნაკლებად კი პოლონეთმა — 6.1%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0