https://sputnik-georgia.com/20240106/politico-vivek-ramasvamis-amerikis-natodan-gayvana-unda-285456765.html
Politico: საპრეზიდენტო კანდიდატს აშშ-ის ნატოდან გაყვანა უნდა
Politico: საპრეზიდენტო კანდიდატს აშშ-ის ნატოდან გაყვანა უნდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ვივეკ რამასვამი, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის ნატოდან გაყვანას... 06.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-06T13:00+0400
2024-01-06T13:00+0400
2024-01-06T13:00+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266301864_0:104:2099:1284_1920x0_80_0_0_09a067ee08ba0bee1fe076332c3d5793.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ვივეკ რამასვამი, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის ნატოდან გაყვანას აპირებს, იუწყება Poitico სამ წყაროზე დაყრდნობით.გამოცემის ცნობით, ეს ყველაზე „შორი ზღვარია“, რომელიც ოდესმე მოუნიშნავს მოუნიშნავს ოვალური კაბინეტის რომელიმე პრეტენდენტს.წყაროების ვარაუდით, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რამასვამი ან რომელიმე მისი იდეური თანამოაზრე, მაგალითად, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, „ნატოს დღეები შესაძლოა დათვლილი იყოს“.აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტომბერში ვივეკ რამასვამიმ Politico-სთან საუბრისას აშშ-ის ნატოდან გასვლას „გონივრული“ უწოდა, თუმცა ამ იდეას მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის „ნატოს უნარს, იყოს რუსეთის შეკავების საიმედო ძალა“.Politico ხაზს უსვამს, რომ რამასვამის მცირე შანსი აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტი გახდეს და პირადად გადაწყვიტოს შეერთებული შტატების მომავალი ალიანსში. გამოკითხვების თანახმად, რამასვამი მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრაიმერიზში გაიმარჯვოს. თუმცა, გამოცემა ვარაუდობს, რომ მას შეუძლია შეუერთდეს რესპუბლიკურ ადმინისტრაციას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს.წყარო: Poitico
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266301864_123:0:1974:1388_1920x0_80_0_0_6c04712fd3a2044d6be703cf87f7f244.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, პოლიტიკა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ვივეკ რამასვამი, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის ნატოდან გაყვანას აპირებს, იუწყება Poitico სამ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ეს ყველაზე „შორი ზღვარია“, რომელიც ოდესმე მოუნიშნავს მოუნიშნავს ოვალური კაბინეტის რომელიმე პრეტენდენტს.
წყაროების ვარაუდით, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რამასვამი ან რომელიმე მისი იდეური თანამოაზრე, მაგალითად, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, „ნატოს დღეები შესაძლოა დათვლილი იყოს“.
„ვივეკი სერიოზულადაა შეშფოთებული იმით, რომ ნატოელი მოკავშირეების უმეტესობას არ შეუძლია თავისი ვალდებულებების შესრულება სამხედრო ინვესტიციების კუთხით, და აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენი მხარდაჭერის დონეს გადააფასებს. მას ასევე მიაჩნია, რომ ნატოს ექსპანსიონიზმმა ცივი ომის შემდეგ გაუმართლებლად გაზარდა რუსეთთან მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის რისკი“, — განუცხადა გამოცემას რამასვამის საარჩევნო შტაბის პრესმდივანმა ტრიშა მაკლოკლინმა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტომბერში ვივეკ რამასვამიმ Politico-სთან საუბრისას აშშ-ის ნატოდან გასვლას „გონივრული“
უწოდა, თუმცა ამ იდეას მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის „ნატოს უნარს, იყოს რუსეთის შეკავების საიმედო ძალა“.
Politico ხაზს უსვამს, რომ რამასვამის მცირე შანსი აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტი გახდეს და პირადად გადაწყვიტოს შეერთებული შტატების მომავალი ალიანსში. გამოკითხვების თანახმად, რამასვამი მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრაიმერიზში გაიმარჯვოს. თუმცა, გამოცემა ვარაუდობს, რომ მას შეუძლია შეუერთდეს რესპუბლიკურ ადმინისტრაციას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს.