https://sputnik-georgia.com/20240106/miwiszvra-iaponiasi-bolo-cnobebi-msxverplis-sesaxeb-285456943.html
მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა: ბოლო ცნობები იაპონიიდან
მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა: ბოლო ცნობები იაპონიიდან
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ, რომელიც ახალ წელს მოხდა იაპონიის ნოტოს ნახევარკუნძულსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე... 06.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-06T14:16+0400
2024-01-06T14:16+0400
2024-01-06T14:16+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
იაპონია
მიწისძვრა
ბუნებრივი კატასტროფები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/03/285413505_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_9f8706d8ac2c0c0a543e0d7a95f71736.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ, რომელიც ახალ წელს მოხდა იაპონიის ნოტოს ნახევარკუნძულსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, 110 კაცს მიაღწია, იუწყება გამოცემა Kiodo.ამასთან, არსებული ცნობით, დაშავებულია 516 ადამიანი, 211 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.ახალი წლის პირველ დღეს დასავლეთ იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერია დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 7,6 მაგნიტუდისა იყო. ბიძგები ასევე იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. იაპონიის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ეს მიწისძვრა რეგიონში ყველაზე ძლიერი იყო1885 წლის შემდეგ.1 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში, რეგიონში 87 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები, შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 32 ათასზე მეტი სახლი. ზოგიერთ რაიონში შეწყდა წყალმომარაგება და კომუნიკაცია, გზის საფარი განადგურებულია.ისიკავას პრეფექტურაში 370 საევაკუაციო პუნქტია გახსნილი — ევაკუირებულთა რაოდენობა 31,4 ათას კაცს აღემატება.წყარო: Kyodo
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/03/285413505_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_557a8ba6860d11e1366c36fc19907ed8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, იაპონია , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, იაპონია , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ, რომელიც ახალ წელს მოხდა იაპონიის ნოტოს ნახევარკუნძულსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, 110 კაცს მიაღწია, იუწყება გამოცემა Kiodo.
ამასთან, არსებული ცნობით, დაშავებულია 516 ადამიანი, 211 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ახალი წლის პირველ დღეს დასავლეთ იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერია დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 7,6 მაგნიტუდისა იყო. ბიძგები ასევე იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. იაპონიის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ეს მიწისძვრა რეგიონში ყველაზე ძლიერი იყო1885 წლის შემდეგ.
1 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში, რეგიონში 87 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები, შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 32 ათასზე მეტი სახლი. ზოგიერთ რაიონში შეწყდა წყალმომარაგება და კომუნიკაცია, გზის საფარი განადგურებულია.
ისიკავას პრეფექტურაში 370 საევაკუაციო პუნქტია გახსნილი — ევაკუირებულთა რაოდენობა 31,4 ათას კაცს აღემატება.