კოსაჩოვი: საერთაშორისო სამართალში ცნება „გენოციდი“ უნდა დაზუსტდეს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2024
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო სამართალში ცნება „გენოციდი“ დაზუსტებას საჭიროებს, რადგან ის ჯერ კიდევ გასულ საუკუნეშია მიღებული ებრაელების წინააღმდეგ ნაცისტების ქმედებებთან დაკავშირებით, წერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი კონსტანტინ კოსაჩოვი საკუთარ Telegram-არხზე.
ასეთი კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიამ და აშშ-მა ღაზაში ცაჰალის ქმედებები გენოციდად არ აღიარეს. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მისი დეპარტამენტი ღაზის სექტორში გენოციდის ნიშნებს ვერ ხედავს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა სებასტიან ფიშერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიას არ სჯერა, რომ ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს ღაზის სექტორში.
„ჩემი თვალსაზრისით, აუცილებელია, რომ საერთაშორისო სამართალში „გენოციდის“ ცნება დაზუსტდეს, რომელიც რაფაელ ლემკინმა ჯერ კიდევ XX საუკუნის 40-იან წლებში შემოგვთავაზა ებრაელების წინააღმდეგ ნაცისტური გერმანიის დანაშაულებთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ თანამედროვე რეალობაში ბევრი სახელმწიფო სჩადის ქმედებებს, რომლებიც რასობრივ დისკრიმინაციას, ეთნოციდსა და თავად გენოციდს (როგორც დანაშაულის ყველაზე მძიმე ფორმას) შორის ბალანსირებს“, — წერს კოსაჩოვი.
სენატორს მიაჩნია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერანაირი სამართლებრივი საფუძველი ვერ წარმოადგინეს იმისთვის, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ქმედებები გაემართლებინათ გენოციდად აღიარებასთან დაკავშირებით.
კოსაჩოვის აზრით, დასავლეთი ხშირად იყენებს საერთაშორისო სამართალს ისე, „თითქოს ეს სამართლებრივი ნორმების რთული სისტემა კი არ იყოს, არამედ მედიაში სათაურებისთვის გამოსაყენებელი პრიმიტიული სიტყვების ნაკრები“.
რუსი სენატორის განმარტებით, გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის თანახმად, გენოციდში მოიაზრება „ქმედებები, რომლებიც ჩადენილია რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის, როგორც ასეთის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით“.
კოსაჩოვი აცხადებს, რომ ამ კონვენციის ისრაელის ქმედებებთან დაკავშირებით გამოყენების გადაწყვეტილებას გაეროს საერთაშორისო სასამართლო მიიღებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სარჩელზე დაყრდნობით.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი პარასკევს შეიტანა ღაზის სექტორში არსებული ვითარების გამო, და მოუწოდა სასამართლოს, დროებით ზომები მიიღოს ისრაელის ხელისუფლების მიმართ .
.
.
ყველა ახალი ამბავი
0