3 საათში ხსნის ხველას და ასუფთავებს ფილტვებს: მარტივი კომპრესი

© unsplash/bermix-studioექიმი და ბავშვი
ექიმი და ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2024
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. გაციებით გამოწვეული დაავადებები ყველა ასაკის ადამიანისთვის შემაწუხებელია, მაგრამ განსაკუთრებით აუტანელი და შემაწუხებელია, როცა პატარა ბავშვი ახველებს, ვინაიდან მათთვის ნახველის ამოღება ბევრად რთულია.
ამ დროს, ექიმი, რაღა თქმა უნდა, ხველის საწინააღმდეგო სიროფს დაუნიშნავს თქვენს პატარას, ვინაიდან ეს საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევა. მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ წამალი სწრაფად არ მოქმედებს და შედეგი მალე არ დგება.
უფრო მეტიც: ხველის საწინააღმდეგო სიროფების უმეტესობა ორ ძირითად ინგრედიენტს შეიცავს — დექსტრომეტორფანსა და კოდეინს, რაც უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე და თავის ტკივილი, უძილობა და შაკიკიც კი შეიძლება გამოიწვიოს.
გამომდინარე ზემოთქმულიდან, ჩვენ ნატურალური და სრულიად უსაფრთხო პროდუქტებით მკურნალობის მეთოდს გაგაცნობთ, რომელიც თქვენს პატარას სამიოდე საათში გაუსუფთავებს ფილტვებს ლორწოსგან და ხველასაც მოურჩენს.

ჯანჯაფილისა და თაფლის კომპრესი

ვიდეოში ამერიკელი დედა ხილულად გასწავლით, როგორ დაამზადოთ კომპრესი
თქვენ დაგჭირდებათ:
გახეხილი ფანჯაფილი ან ჯანჯაფილის ფხვნილი — 1 სუფრის კოვზი;
თაფლი — 1 სუფრის კოვზი;
ზეითუნის ზეთი — 1 სუფრის კოვზი;
ფქვილი — 1 სუფრის კოვზი.
გარდა ამისა, თქვენ ასევე დაგჭირდებათ: ქაღალდის ხელსახოცი, ლეიკოპლასტირი (ან წებოვანი ლენტი) და ბინტი.
მომზადების წესი:
კარგად შეურიეთ თაფლი და ფქვილი;
ზეთს დაამატეთ ჯანჯაფილი, მოურიეთ და ეს ყველაფერი თაფლისა და ფქვილის ნაზავს კარგად შეაზილეთ;
მიღებული მასა წაუსვით ქაღალდის ხელსახოცზე, შემდეგ დააფინეთ ის ბინტზე (ან მარლის ნაჭერზე), დაადეთ ბავშვს მკერდზე ან ზურგზე და დაამაგრეთ ლეიკოპლასტირით ან წებოვანი ლენტით.
ეს კომპრესი უფროსებისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და სულ პატარა ბავშვებისთვისაც. ოღონდ უნდა გახსოვდეთ, რომ:

ბავშვს საფენი დაძინებამდე სამი საათი ადრე უნდა დაადოთ და შემდეგ მოხსნათ; უფროსებს კომპრესიანად შეუძლიათ დაიძინონ, ანუ მთელი ღამით გაიჩერონ იგი.

გაითვალისწინეთ: თუ საფენს მთელი ღამით გაიჩერებთ, ჩვეულებრივზე მეტად გაიოფლებით.
ყველა ახალი ამბავი
0