მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა ტრამპი არჩევნებში მონაწილეობას

© AP Photo / Fulton County Sheriff's Office
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2024
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. აშშ-ის უზენაესი სასამართლო დათანხმდა დონალდ ტრამპის სააპელაციო სასამართლოს განჩინების განხილვას, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს კოლორადოში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს, იუწყება BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე თებერვალში განიხილება და მიღებული გადაწყვეტილება მთელ ქვეყანაზე გავრცელდება.
მანამდე კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზებში მონაწილეობა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიმზე შტურმში მისი როლის გამო აუკრძალა, რაც აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებითაა განსაზღვრული.
„იურიდიული თვალსაზრისით, საკითხი ისაა, გამოყენებადია თუ არა ტრამპის მიმართ ის ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაში ჯერ კიდევ აშშ-ში სამოქალაქო ომის დროს შევიდა“, — ნათქვამია BBC-ის სტატიაში.
აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორება ნებისმიერ პირს, ვინც „აჯანყებაში ან ამბოხში მონაწილეობდა“, ფედერალური თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ეს ტრამპს არ ეხება.
კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (ოთხი ხმა სამის წინააღმდეგ) პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც მე-14 შესწორება საპრეზიდენტო კანდიდატის დისკვალიფიკაციისთვის გამოიყენეს.
კოლორადოს გარდა, შტატ მეინის სახელმწიფო მდივანმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთა სიიდან ამოერიცხა.
როგორც BBC აღნშნავს, დონალდ ტრამპი ამჟამად რესპუბლიკური პარტიიდან ყველაზე სავარაუდო კანდიდატია ნოემბრის არჩევნებისთვის.
წყარო: BBC
ყველა ახალი ამბავი
0