ამინდი საქართველოში: სინოპტიკოსების პროგნოზი 7-8 იანვრისთვის

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2024
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. კვირასა და ორშაბათს, 7-8 იანვარს, საქართველოს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექი, ხოლო თბილისში მშრალი ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზი 7-8 იანვრისთვის ასე გამოიყურება:

დასავლეთ საქართველო

დაბლობში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 7-8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა პლუს 18-20 გრადუსი იქნება. 9 იანვრიდან კი კვლავ წვიმა და სიცივეა მოსალოდნელი.
მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი, სითბო 7-12 გრადუსს მიაღწევს. სამშაბათიდან კი ამინდი გაუარესდება — სინოპტიკოსები აქაც ნალექს ვარაუდობენ.
მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 7-8 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 9 იანვრიდან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა პლუს 3-8 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველო

ბარში 8 და 9 იანვარს დღისით 10-15 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.
მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 7-8 იანვარს მშრალი ამინდი იქნება, ხოლო 9 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 9 იანვარს მოთოვს. ჰაერი დღისით პლუს 4-6 გრადუსამდე გათბება.
შავი ზღვისპირეთში 7-8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი 19-21 გრადუსამდე გათბება. თუმცა 9 იანვრიდან კვლავ გაწვიმდება და აცივდება.
თბილისში ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 11-13 გრადუსს მიაღწევს.
ყველა ახალი ამბავი
0