https://sputnik-georgia.com/20240105/tovli-zlieri-qari-yinva-uaxloesi-dreebis-amindi-saqartvelosi-285448544.html
თოვლი, ძლიერი ქარი, ყინვა - უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში
თოვლი, ძლიერი ქარი, ყინვა - უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში
Sputnik საქართველო
გამოდარება მხოლოდ 7 და 8 იანვარს არის ნავარაუდევი. 05.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-05T17:15+0400
2024-01-05T17:15+0400
2024-01-05T17:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273882547_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_46a1174b9a3e4c264c25bb3b38d3c6fc.jpg
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან თოვაა ნავარაუდევი, განუცხადა „პირველ არხს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ.„საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან თოვაა ნავარაუდევი, ზოგან ძლიერი. საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. არაა გამორიცხული, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქიც იყოს“, - განაცხადა გავაზავამ.მისი თქმით, შედარებით თბილი ამინდი იქნება ზღვისპირა რაიონებში. დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია+8 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში კი 3-5 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, რაც ხვალ, დილის საათებიდან შესუსტება.კახეთის რეგიონსა და დედაქალაქში გამოიდარებს, მაგრამ იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება.საქართველოს მთიან რაიონებშიც ზოგან იქნება წვიმა, რომელიც დროგამოშვებით გადავა თოვლსა თოვლ-ჭყაპში.როგორც გვაზავამ აღნიშნა, გამოდარება ორი დღით არის მოსალოდნელი.„ 7-8 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ყინვა მოიმატებს7 იანვრის ღამის საათებში“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273882547_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_836c57c6c453d8ef7b25d8ea95bd41be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
თოვლი, ძლიერი ქარი, ყინვა - უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში
გამოდარება მხოლოდ 7 და 8 იანვარს არის ნავარაუდევი.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან თოვაა ნავარაუდევი, განუცხადა „პირველ არხს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ.
„საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან თოვაა ნავარაუდევი, ზოგან ძლიერი. საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. არაა გამორიცხული, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქიც იყოს“, - განაცხადა გავაზავამ.
მისი თქმით, შედარებით თბილი ამინდი იქნება ზღვისპირა რაიონებში. დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია+8 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში კი 3-5 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, რაც ხვალ, დილის საათებიდან შესუსტება.
კახეთის რეგიონსა და დედაქალაქში გამოიდარებს, მაგრამ იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება.
საქართველოს მთიან რაიონებშიც ზოგან იქნება წვიმა, რომელიც დროგამოშვებით გადავა თოვლსა თოვლ-ჭყაპში.
როგორც გვაზავამ აღნიშნა, გამოდარება ორი დღით არის მოსალოდნელი.
„ 7-8 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ყინვა მოიმატებს7 იანვრის ღამის საათებში“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.