თბილისი საშობაო მოგზაურობისთვის საუკეთესო ქალაქების სიაში მოხვდა

© photo: Sputnik ახალი წელი თბილისში
 ახალი წელი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2024
გამოწერა
თბილისის გარდა სიაში მოხვდა ვენა, ბრიუგე, ვროცლავი და ევროპის სხვა ქალაქები
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. თბილისი ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის მიერ რეკომენდებული საშობაო მოგზაურობის ქალაქების სიაში მოხვდა, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური.
„ევროპის ქვეყნები, რომლებიც საშობაოდ ჯადოსნურად გამოიყურება“ - სტატიის ავტორმა ჯო მინიგანმა დაასახელა ევროპის 12 ქალაქი, რომელიც ადამიანმა ახალ წელს და საშობაოდ უნდა მოინახულოს.

„ვისაც შობა გიყვართ, საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ, აქ შობა-ახალი წელი ნომერ პირველი დღესასწაულია. საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და ისინი შობას 25 დეკემბრის ნაცვლად 7 იანვარს აღნიშნავენ“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, ამ დღეებში ადგილობრივები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან და მთელი დედაქალაქი განათებულია ფოიერვერკებითა და საახალწლო განათებებით. პარლამენტის შენობასთან დგამენ დიდ ნაძვის ხეს, იქვეა მოწყობილი საშობაო სოფელი და ბაზრობები.
თბილისის გარდა, სიაში მოხვდა ვენა, ტრომსე, კოლმარი, რუდესჰაიმ რაინზე, ბრიუგე, გეტებორგი, ვალკენბურიგ-აან-დე-გელი, როვანიემი, ვროცლავი და როტენბურგი-ობ-დერ-ტაუბერი.
ყველა ახალი ამბავი
0