https://sputnik-georgia.com/20240105/tavdasxma-tibisi-bankis-filialze-ras-edaveba-gamozieba-braldebuls-285448677.html
თავდასხმა თიბისი ბანკის ფილიალზე - რას ედავება პროკურატურა დაკავებულს
თავდასხმა თიბისი ბანკის ფილიალზე - რას ედავება პროკურატურა დაკავებულს
Sputnik საქართველო
„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს... 05.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-05T16:32+0400
2024-01-05T16:32+0400
2024-01-05T21:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდეზე გავცელებულ ინფორმაციაში.სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 39 წლის მამაკაცი მომხდარიდან მეორე დღესვე დააკავეს.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.„თიბისი“ ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია – შსს >>პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.თავდაპირველად გამოძიება ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედევაბოდა, რაც შემდგომში მოეხსნა, რადგან პისტოლეტი სათამაშო აღნოჩნდა.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, თბილისი დღეს
თავდასხმა თიბისი ბანკის ფილიალზე - რას ედავება პროკურატურა დაკავებულს
16:32 05.01.2024 (განახლებულია: 21:51 05.01.2024) „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, აღნიშნავენ პროკურატურაში.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდეზე გავცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 39 წლის მამაკაცი მომხდარიდან მეორე დღესვე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 3 იანვარს თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი ბანკის“ ფილიალში ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აღნინშულია პორკურატურის ინფორმაციაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თავდაპირველად გამოძიება ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედევაბოდა, რაც შემდგომში მოეხსნა, რადგან პისტოლეტი სათამაშო აღნოჩნდა.