სვანეთში ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს: გზის გაწმენდა ვერ ხერხდება

© photo: Sputnik / Stringerსვანეთის გზაზე ჩამოვარდნილი კლდე
სვანეთის გზაზე ჩამოვარდნილი კლდე - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2024
გამოწერა
4 იანვარს ზუგდიდი-ხაიში-მესტიის ცენტრალურ მონაკვეთზე დიდი მოცულობით კლდოვანი მასა ჩამოვიდა და გზა ჩახერგა.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. სვანეთის გზაზე, სადაც გუშინ კლდოვანი მასა ჩამოიშალა, ტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ პოლიციის ნებართვით არის შესაძლებელი, მოძრაობა ეზღუდებათ დიდი გამავლობის მქონე ავტომობილებს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
საავტომობილო გზიდან ქვის დიდი ლოდების გატანა ვერ ხერხდება. გზის სრულად გაწმენდამ და მძიმე ტექნიკის მუშაობამ შესაძლოა კლდის ჩამოშლის პროცესი განაახლოს.
„გუშინდელი დღის შემდეგ გახსნილია გზა, მოძრაობა არ შეფერხებულა. მობილიზებული არიან ადგილზე სპეციალისტები და მიდის შესწავლა. პატარა ქვებია, იმათ ააფეთქებენ, გადაჰყრიან და ამით მორჩება დღეს“, - განაცხადა მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ73 მონაკვეთზე გუშინ დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ყველა ახალი ამბავი
0