ქუთაისი-მამისონის გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა - მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

© AP Photo / Angela Morganქვები გზაზე
ქვები გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2024
გამოწერა
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა, ჩაკეტილია გზის სავალი ნაწილი, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„ქვისცვენის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია განცხადებაში.
არასათანადო ხილვადობის გამო გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება, აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია თოვლი, ძლიერი ქარი და ყინვა.
ყველა ახალი ამბავი
0