ქარელში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2024
გამოწერა
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთმანეთს მზგავრებით სავსე მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის ქარელის მონაკვეთზე, სოფელ რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დამთავრდა -ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
ერთმანეთს მზგავრებით სავსე მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ.
გარდაცლილი მძღოლია, რომელიც დაჯახების დროს ინერციამ მიკროავტობუსიდან გადმოაგდო და ტრაილერის ქვეშ შეაგდო. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებულების ნაწილი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0