https://sputnik-georgia.com/20240105/politologi-globaluri-procesebi-xels-seuwyobs-qartul-rusuli-urtiertobebis-gaumjobesebas-285445368.html
პოლიტოლოგი: გლობალური პროცესები ხელს შეუწყობს ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებას
პოლიტოლოგი: გლობალური პროცესები ხელს შეუწყობს ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებას
Sputnik საქართველო
ექსპერტმა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა 05.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-05T12:50+0400
2024-01-05T12:50+0400
2024-01-05T12:50+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282866209_0:10:1280:730_1920x0_80_0_0_92c563a2030303fbf58435593e35727f.jpg
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გლობალური პოლიტიკის ნაწილია და სწორედ გლობალური პროცესები შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, ამბობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.„ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს გლობალური პროცესები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებას, რადგან ჩვენი ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივად არ შეიძლება განიხილებოდეს. ეს გლობალური პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და საქართველო-რუსეთის ურთიერთობები სწორედ ამ კუთხით უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა კიკნაძემ Sputnik-საქართველოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.ამ ურთიერთობებს ალტერნატივა არ აქვს - უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები და დაიწყოს მოლაპარაკებები, აღნიშნა კიკნაძემ.„რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რა პრობლემები გვაქვს - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. და ჩვენ უნდა ვიპოვოთ შეხების წერტილები, რომ ეს მათთვისაც და ჩვენთვისაც მომგებიანი იყოს. თუ იქნება კეთილი ნებაა, მაშინ ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი ამ კონფლიქტებიდან. თუ გადავხედავთ ისტორიას, უამრავ მსგავს ფაქტს აღმოვაჩენთ“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის: ქართულ-რუსული ურთიერთობების აწმყო და მომავალი >>ექსპერტის აზრით, საჭიროა უფრო საქმიან და მომგებიან ურთიერთობებზე გადასვლა.„ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩვენთვის მტკივნეულია, მაგრამ პოლიტიკაში ყველაფერი შესაძლებელია, ეს არის შესაძლებლობების ხელოვნება", - ამბობს კიკნაძე.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282866209_118:0:1257:854_1920x0_80_0_0_9c0db4ebd3e4be0e010759bd5fcf1bc8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტოლოგი: გლობალური პროცესები ხელს შეუწყობს ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებას
ექსპერტმა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გლობალური პოლიტიკის ნაწილია და სწორედ გლობალური პროცესები შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, ამბობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
„ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს გლობალური პროცესები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებას, რადგან ჩვენი ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივად არ შეიძლება განიხილებოდეს. ეს გლობალური პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და საქართველო-რუსეთის ურთიერთობები სწორედ ამ კუთხით უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა კიკნაძემ Sputnik-საქართველოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ამ ურთიერთობებს ალტერნატივა არ აქვს - უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები და დაიწყოს მოლაპარაკებები, აღნიშნა კიკნაძემ.
„რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რა პრობლემები გვაქვს - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. და ჩვენ უნდა ვიპოვოთ შეხების წერტილები, რომ ეს მათთვისაც და ჩვენთვისაც მომგებიანი იყოს. თუ იქნება კეთილი ნებაა, მაშინ ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი ამ კონფლიქტებიდან. თუ გადავხედავთ ისტორიას, უამრავ მსგავს ფაქტს აღმოვაჩენთ“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
ექსპერტის აზრით, საჭიროა უფრო საქმიან და მომგებიან ურთიერთობებზე გადასვლა.
„ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩვენთვის მტკივნეულია, მაგრამ პოლიტიკაში ყველაფერი შესაძლებელია, ეს არის შესაძლებლობების ხელოვნება", - ამბობს კიკნაძე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.