https://sputnik-georgia.com/20240105/damwvrobis-centrsi-piroteqnikit-dasavebul-bavsvebs-mkurnaloben-285451187.html
დამწვრობის ცენტრში პიროქტენიკით დაშავებულ ბავშვებს მკურნალობენ
დამწვრობის ცენტრში პიროქტენიკით დაშავებულ ბავშვებს მკურნალობენ
Sputnik საქართველო
3 იანვრის მონაცემებით, ახალი წლის დღეებში საქართველოში პიროტექნიკის შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა 05.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-05T20:51+0400
2024-01-05T20:51+0400
2024-01-05T20:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283394057_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_79d85280f4c83fa5ef8f722a3c3ccf91.jpg
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. თბილისში, დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.ბავშვებიდან ერთ-ერთი, 9 წლის მოზარდი კლინიკაში ახალ წლამდე შეიყვანეს. მას დაზიანებული ჰქონდა კისრის, გულ-მკერდის არეში, ორივე მტევანი, ბავშვს ორი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მეორე, 6 წლის ბიჭს კი სახე ჰქონდა დაზიანებული.ორივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ დროისთვის სტაბილურია და, მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ამას გარდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება 40 წლის მოქალაქეც, რომელმაც პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თითები დაკარგა და 25 წლის კაცი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს.3 იანვრის მონაცემებით, ახალი წლის დღეებში საქართველოში პიროტექნიკის შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა, ზოგ პაციენტს ხელის მტევნების და თითების ამპუტაცია დასჭირდა.გასულ წელს, ახალი წლის ღამეს საქართველოში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283394057_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_bb303d970126d7a352a00011dde7c7c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
დამწვრობის ცენტრში პიროქტენიკით დაშავებულ ბავშვებს მკურნალობენ
3 იანვრის მონაცემებით, ახალი წლის დღეებში საქართველოში პიროტექნიკის შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. თბილისში, დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
ბავშვებიდან ერთ-ერთი, 9 წლის მოზარდი კლინიკაში ახალ წლამდე შეიყვანეს. მას დაზიანებული ჰქონდა კისრის, გულ-მკერდის არეში, ორივე მტევანი, ბავშვს ორი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მეორე, 6 წლის ბიჭს კი სახე ჰქონდა დაზიანებული.
ორივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ დროისთვის სტაბილურია და, მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„წლევანდელი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ფეიერვერკითა და მაშხალებით მიღებული დაზიანებების რაოდენობა, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში შედარებით ნაკლებია. თუმცა, ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრში ორი ბავში გვიწევს, მათი მდგომარეობა არის სტაბილური“, - განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.
ამას გარდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება 40 წლის მოქალაქეც, რომელმაც პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თითები დაკარგა და 25 წლის კაცი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს.
3 იანვრის მონაცემებით, ახალი წლის დღეებში საქართველოში პიროტექნიკის შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა, ზოგ პაციენტს ხელის მტევნების და თითების ამპუტაცია დასჭირდა.
გასულ წელს, ახალი წლის ღამეს საქართველოში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.