მოსაზრება: აზიის გაზის ბაზრებზე ორიენტაცია გაგრძელდება

© iStock.com / NiseriN
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2024
გამოწერა
იგორი უშკოვი
გასულ წელს გაზის სექტორში შესვენების პერიოდი იყო. ბაზრები 2022 წელს მომხდარ მოვლენებს „ხარშავდნენ“ და იმისთვის ემზადებოდნენ, რაც 2024 წელს უნდა მოხდეს.

თბილი ზამთარი და ევროპის დეინდუსტალიზაცია

ევროპაში, სადაც 2022 წელს ძირითადი დრამატული მოვლენები განვითარდა გაზის საფასო რეკორდის რეგულარული განახლებით, სტაბილიზაცია შეინიშნება. მყარდება მიწოდებისა და მოთხოვნის ერთგვარი ბალანსი. ეს მოხდა არა დამატებითი მიწოდების, არამედ მოხმარების შემცირების გამო. ანუ რუსეთი ჯერ არავის შეუცვლია.
მაგრამ 2022-2023 წლის ზამთარი ძალიან თბილი აღმოჩნდა, რამაც მიწისქვეშა საწყობებში (UGS) ჩატუმბული გაზის დაზოგვა გახადა შესაძლებელი. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებისთვის, როდესაც გათბობის სეზონი დასრულდა, საცავების მოცულობა 56,5%-ზე რჩებოდა, რაც რეკორდული იყო 2011 წლიდან. ამან ევროპელებს საშუალება მისცა, მცირე მოცულობის გაზი შეეძინათ მიწისქვეშა საცავებში შესანახად მომავალი გათბობის სეზონისთვის მოსამზადებლად. 2023 წლის ნოემბრისთვის მათ საცავები თითქმის 100%-მდე ჰქონდათ შევსებული.
ევროპის ბაზრის სტაბილიზაციის მეორე ფაქტორი გაზის მოხმარების შემცირება იყო. ჯერ კიდევ 2022 წელს ევროკავშირმა „ცისფერი საწვავის“ მოხმარება დაახლოებით 60 მილიარდი კუბური მეტრით შეამცირა. გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში გაზის მოხმარება ევროკავშირში დაახლოებით 14 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდა (4.8%) 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
GECF აღნიშნავს, რომევროპაშიგაზისმოხმარებისზრდამხოლოდსექტემბერშიდაიწყო, როდესაცეკონომიკურმა აქტივობამ იჩინა თავი. მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი მხოლოდ ნოემბრის ცივმა ამინდმა შეიტანა, რამაც გაზის მოხმარების გაზრდა გამოიწვია გათბობისთვის. ზოგადად, ევროპა გადის დეინდუსტრიალიზაციის პერიოდს, რაც იწვევს გაზზე მოთხოვნის ვარდნას. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ინდუსტრიები, რომლებიც ბუნებრივ აირს ნედლეულად იყენებენ: აზოტოვანი სასუქების წარმოება და ქიმიური მრეწველობა.
რუსეთისთვის ამ გეგმასაც აქვს თავისი უპირატესობები. ევროსტატის მონაცემებით, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში რუსეთიდან ევროკავშირში აზოტოვანი სასუქების მიწოდება 7,6%-ით გაიზარდა და 1,8 მლნ ტონა შეადგინა. ძვირადღირებული ნედლეულის გამო ასეთი პროდუქციის დამზადება თავად ევროპაში არ არის მომგებიანი, ამიტომ მათი შეტანა რუსეთიდან უწევთ, სადაც გაზის ფასი უფრო დაბალია.
2021 წელს გაზპრომმ აევროპას დაახლოებით160 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, 2022 წელს – დაახლოებით 70 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო 2023 წელს მიწოდება დაახლოებით 25 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ევროკავშირისთვის მილსადენის გაზის ამჟამინდელი მთავარი მიმწოდებელი ნორვეგიაა.
ევროპის ბაზარზე გაზის დეფიციტის პირობებში აზერბაიჯანი ერთ-ერთ მოგებულ მოთამაშედ იქცა. ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2023 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ევროპას დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდიდა (2021 წელს ეს მაჩვენებელი 8 მილიარდი კუბური მეტრი იყო).
მაგრამ აზერბაიჯანმა რეალურად უკვე მიაღწია თავისი მოპოვებების მაქსიმუმს არსებული საბადოებიდან. მოპოვებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდისთვის აუცილებელია ახალი საწარმოო პროექტების განხორციელება, ასევე ახალი გაზსატრანსპორტო სიმძლავრეების მშენებლობა. ეს მოითხოვს მილიარდების, თუ არა ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიციებს.
ამასთან, არ არსებობს ინვესტიციის დაბრუნების გარანტია. ჯერ პირველი, ევროკავშირი უარს არ ამბობს დეკარბონიზაციის პოლიტიკაზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა 2050 წლისთვის მთლიანად უნდა მიატოვოს წიაღისეული ენერგიის წყაროების გამოყენება. მეორეც, 2026 წლიდან 2030 წლამდე პერიოდში მსოფლიოში, პირველ რიგში, აშშ-ში, ყატარსა და ავსტრალიაში, ბევრი LNG ქარხანა ამოქმედდება. ეს ყველაფერი გაზის ფასებს დასწევს, რაც ეჭვქვეშ აყენებს აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის მიწოდების გაფართოების პროექტებში ინვესტიციების დაბრუნების პერსპექტივებს.

შეიცვლება თუ არა მარშრუტები?

2024 წელსევროპაშიახალიშოკებისპროგნოზირებაა შესაძლებელი. შეერთებული შტატები გააგრძელებს რუსეთის გაყვანას გაზის ბაზრიდან. ჯერჯერობით ვაშინგტონი ევროპელებს საშუალებას აძლევს მოერგონ გაზის ახალ რეალობას, მაგრამ გათბობის სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება უკრაინის გაზის ტრანზიტის დაბლოკვას ველოდოთ და ამის გასაკეთებლად არაფრის აფეთქება არ გახდება საჭირო.
გაზპრომს და უკრაინის გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს ურთიერთპრეტენზია აქვთ მიმდინარე სატრანზიტო კონტრაქტთან დაკავშირებით. უკრაინული მხარე გაზპრომს არ აძლევს უფლებას, აირჩიოს გაზის გადასატუმბი მარშრუტი „სოხრანოვკის“ სადგურის გავლით.
გაზპრომი კი საპასუხოდ არ ასრულებს პირობას „გადაქაჩე ან გადაიხადე“, და მხოლოდ რეალურად მიწოდებული მოცულობების საფასურს იხდის. შესაბამისად, უკრაინას შეუძლია უბრალოდ შეწყვიტოს ხელშეკრულება 2024 წლის დეკემბერში ისე, რომ მის დასრულებას არ დაელოდოს. ან უკრაინას შეუძლია უბრალოდ სანქციები დააწესოს გაზპრომის წინააღმდეგ, რის შემდეგაც GTS ოპერატორი ვერ მიიღებს ტრანზიტის გადასახადს რუსული სახელმწიფო კომპანიისგან.
რუსული მილსადენის გაზის მიწოდების მეორე მარშრუტის („თურქული ნაკადი“) გადაკეტვის მცდელობა უკვე განხორციელდა 2023 წელს. ნოემბერში ბულგარეთმა შემოიღო სპეციალური გადასახადი რუსული გაზის თავისი ტერიტორიით ტრანზიტზე 20 ლევი/მგვტ/სთ ოდენობით (ანუ დაახლოებით 111 დოლარი ყოველ ათას კუბურ მეტრზე). ამან შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ ევროპელი მომხმარებლისთვის გაზის მიწოდება გაზპრომისთვის წამგებიანი იქნება და ამას ფორსმაჟორის გამოცხადებით შეაჩერებს.
ამ შემთხვევაში, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება გამოიყენოს სოფია, როგორც "ანტირუსული ტარანი". მსგავსი შემთხვევები ადრეც ყოფილა. მაგალითად, ბულგარეთის უარი „სამხრეთის ნაკადის“ აშენებაზე აშშ-ის ზეწოლით. უნგრეთმა მოახერხა ზეწოლა ბულგარეთზე, აიძულა გაეუქმებინა ახალი გადასახადი რუსული გაზის ტრანზიტზე (ბუდაპეშტი დაემუქრა, რომ არ შეათანხმებდა შენგენის ზონის ბულგარეთში გაფართოებაზე). მაგრამ ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის მცდელობები გაგრძელდება.

ჩინეთი და ცენტრალური აზია

რუსული გაზის აღმოსავლეთის მიმართულებით გადამისამართების პროცესი მოსალოდნელად ნელია. ექსპორტის გადამისამართება მოითხოვს ინფრასტრუქტურას, რომელიც განსხვავდება ნავთობისა და ქვანახშირის დარგების სიტუაციისგან. 2023 წელს „ციმბირის ძალა 2-ის“ მეშვეობით გაზის მიწოდების შესახებ კონტრაქტი არ გაფორმებულა, თუმცა დიდ იმედებს კი ამყარებდნენ მარტში სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტსა და ვლადიმირ პუტინის ჩინეთში ვიზიტზე. მიუხედავად ამისა, პროექტზე მოლაპარაკებები გრძელდება. ის 50 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას გულისხმობს წელიწადში, თანაც დასავლეთ ციმბირის საბადოებიდან, საიდანაც ადრე გაზი ევროპაში იგზავნებოდა.
რუსეთისთვის ახალ ბაზრებზე შესვლის გარკვეული მიღწევა იყო ცენტრალური აზიისთვის გაზის მიწოდების დაწყება. 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გაზპრომმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას უზბეკეთისთვის გაზის მიწოდების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ 6 მილიარდ კუბურ მეტრამდე მიწოდებაზე წელიწადში. ტაშკენტს ეს გაზი სჭირდება, რათა დააკმაყოფილოს პიკური მოთხოვნა გათბობის სეზონზე. უზბეკეთს არ აქვს საკმარისი საკუთარი გაზი მოხმარების ზრდისა და წარმოების არასტაბილურობის გამო. ჯერჯერობით დეფიციტი მხოლოდ ზამთარშია, მაგრამ მომავალში რუსეთიდან მიწოდება მთელი წლის განმავლობაში მოხდება.
ანალოგიური სცენარის მიხედვით ვითარდება სიტუაცია ყაზახეთშიც: წარმოება მცირდება, გაზის მოხმარება კი იზრდება. თუმცა, რუსული გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულების გაფორმებას 2024 ან 2025 წელს უნდა ველოდოთ.
მიუხედავად იმისა, რომ გაზპრომის მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა ვერ შეედრება ექსპორტის იმ რაოდენობას, რამდენსაც კონცერნი ევროპაში ახორციელებდა, ეს ბაზარი კვლავ მიმზიდველია. უზბეკეთისა და ყაზახეთისთვის მიწოდების დასაწყებად საწირო არ არის ინვესტიციების ჩადება რესურსების ბაზის განვითარებასა და გაზსადენების მშენებლობაში. ყველაფერი უკვე არსებობს — უბრალოდ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მიწოდების დასაწყებად. ხოლო სამომავლოდ გაყიდვების გაზრდის მიზნით, კომპანიებს შეუძლიათ კეთილსინდისიერად განახორციელონ გაზსადენების მშენებლობის პროგრამები რესპუბლიკებში.
ამგვარად, 2024 წელს, სავარაუდოდ, რუსეთი კვლავაც განაგრძობს აზიური გაზის ბაზრებისკენ მოძრაობას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0