ხაჭაპური მსოფლიოში საუკეთესო ღვეზელად აღიარეს
გამოწერა
აჭარულმა ხაჭაპურმა TasteAtlas–ის ჩამონათვალში ცალკე ადგილი დაიმსახურა.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ხაჭაპურმა, TasteAtlas–ის ვერსიით, მსოფლიოს 100 ღვეზელს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
TasteAtlas გემოების ენციკლოპედია, ტრადიციული კერძების მსოფლიო ატლასია. კატალოგში უკვე შეტანილია 10 ათასზე მეტი კერძი და სასმელი. TasteAtlas-მა 2023 წლის შეჯამებისას მსოფლიოს 100 საუკეთესო ღვეზელის სია გამოაქვეყნა.
„ეს უბრალო ყველიანი პური, ცნობილი, როგორც ხაჭაპური, ყველაზე ცნობილი კერძია საქართველოში. მას, ტრადიციულად, ამზადებენ ყველის, კვერცხისა და კარაქისგან. არსებობს სხვადასხვანაირი ხაჭაპური, და იმის მიუხედავად, რომ მისი თანამედროვე ვარიანტები მოცარელასა და ფეტასაც შეიცავს, ყველაზე ტრადიციული ქართული ხაჭაპური იმერული ყველისგან ან სულგუნისგან მზადდება“, – ნათქვამია ხაჭაპურის აღწერაში.
აღწერაში ასევე აღნიშნულია, რომ ხაჭაპური სხვადასხვა გემოსი და ფორმის არსებობს, ხოლო ყველაზე გავრცელებულია ორი სახეობა – იმერული მრგვალი ხაჭაპური და აჭარული ნავის ფორმის ხაჭაპური.
აჭარულმა ხაჭაპურმა ჩამონათვალში ცალკე ადგილი დაიკავა – ის საუკეთესო ხუთეულში მეოთხე ადგილზე განთავსდა.