https://sputnik-georgia.com/20240104/papuasvili-ilia-meoris-amagi-fasdaudebelia-qartuli-sulierebis-gamtkicebasi-285434249.html
პაპუაშვილი: ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებაში
პაპუაშვილი: ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებაში
Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართულ ეკლესიას უკვე 47-ე წელია ხელმძღვანელობს. 04.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-04T14:31+0400
2024-01-04T14:31+0400
2024-01-04T14:31+0400
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23879/98/238799888_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_7348a4e6045789f45934323d7662a993.jpg
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს 4 იანვარს 91 წელი შეუსრულდა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მისალოც წერილში აღნიშნავს, ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში.ილია მეორესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური, ღვთის განგებით, სამთავროს მონასტერში ქართველი ერის სათაყვანებელ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს შეხვედრია და პატრიარქისგან პატარა ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი დიდი სიყვარულით იხსენებს ამ დროს.პრემიერი: ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს>>24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა>>საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში სულ 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაში 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსია პატრიარქის ჩათვლით, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23879/98/238799888_113:0:1888:1331_1920x0_80_0_0_e6349c3b831ee2f2f480d266f4209605.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, საქართველო
პაპუაშვილი: ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებაში
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართულ ეკლესიას უკვე 47-ე წელია ხელმძღვანელობს.
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს 4 იანვარს 91 წელი შეუსრულდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მისალოც წერილში აღნიშნავს, ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში.
„ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა უშუალოდ მისგან მიგვეღო უამრავი საჭირო რჩევა, გვესწავლა მოყვასის სიყვარული და პატივისცემა. მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ვუსურვო მისი სამშობლოს კიდევ არაერთი წარმატება, და უმთავრესად საქართველოს გამთლიანება, რადგან სწორედ ეს იქნება უწმინდესის უდიდესი ღვაწლის დაფასება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური, ღვთის განგებით, სამთავროს მონასტერში ქართველი ერის სათაყვანებელ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს შეხვედრია და პატრიარქისგან პატარა ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.
გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი დიდი სიყვარულით იხსენებს ამ დროს.
24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.
იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.
1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში სულ 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაში 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსია პატრიარქის ჩათვლით, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.