„ლიბერთი ბანკი“ წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა

© photo: Sputnik„ლიბერთი ბანკი“
„ლიბერთი ბანკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2024
გამოწერა
სხვადასხვა საბანკო წესების დარღვევისთვის 2023 წელს ოთხი ბანკი დაჯარიმდა.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სისტემურად მნიშვნელოვანი „ლიბერთი ბანკი“ (Liberty Bank) შიდა საბანკო წესების დარღვევისთვის 75 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
„ლიბერთი ბანკი“ ერთ–ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელსაც ფილიალების ფართო ქსელი აქვს.
საუბარია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის დარღვევაზე, რომლის თანახმად ბანკი ვალდებულია მოახდინოს ოპერაციების კლასიფიკაცია, განახორციელოს მათი მონიტორინგი და შეატყობინოს ეროვნულ ბანკს საეჭვო გარიგებების შესახებ.
ეროვნული ბანკი ასეთ შემოწმებებს მუდმივად ატარებს. 2023 წელს საბანკო სხვადასხვა წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა ოთხი ბანკი, ხოლო 2022 წელს – შვიდი.

სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკი –ტერიმინია მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაში, რომლითაც აღინიშნება კომერციული ბანკი, რომლის ხვედრითი წილი საბანკო სისტემაში დიდია და მის გაკოტრებას შეიძლება მძიმე შედეგები ჰქონდეს როგორც საბანკო სისტემისთვის, ისე მთლიანად ეკონომიკისთვის. ის არის მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტი, რომელზეც დამოკიდებულია მთელი საბანკო სისტემის მდგრადობა. მისი საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ განსაზღვრულ მკაცრ კრიტერიუმებს.

ყველა ახალი ამბავი
0