დავითაშვილი „ბორდოს“ შემადგენლობაში ერთ–ერთი საუკეთესოა – ფრანგული პრესა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიზურიკო დავითაშვილი
ზურიკო დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2024
გამოწერა
სპორტსმენმა 20 მატჩში 1403 წუთი ითამაშა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა სამი შედეგიანი გადაცემა.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ქართველი თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილი ფრანგული „ბორდოს“ ერთ–ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა 2023–2024 წლების სეზონის დასაწყისიდან. სტატისტიკა გამოაქვეყნა გამოცემა webgirondins–მა.
გამოცემამ სოსტემით გოლი+პასი ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა. დავითაშვილმა სეზონის დასაწყისიდან ოთხი ქულა დააგროვა. 20 მატჩში მან ითამაშა 1403 წუთი, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა სამი შედეგიანი გადაცემა.
„ბორდოს“ ფეხბურთელების რეიტინგი:
ზან ვიპოტნიკი – ექვსი (4+2)
ალბერტ ალისა – ხუთი (5+0)
გაიტან ვაისბეკი – ოთხი (3+1)
ზურიკო დავითაშვილი – ოთხი (1+3).
დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობს.2023 წელს მან კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი (2027 წლამდე).
გაზეთმა Guardian–მა 2018 წელს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიო საუკეთესო 60 მოთამაშეს შორის დაასახელა, ხოლო 2020 წლის დასაწყისში უეფამ დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0