https://sputnik-georgia.com/20240103/piroteqnikit-dasavebulta-raodenoa-285420613.html
ხელის მტევნების და თითების ამპუტაცია: ცნობილია, რამდენი ადამიანი დაშავდა პიროტექნიკით
ხელის მტევნების და თითების ამპუტაცია: ცნობილია, რამდენი ადამიანი დაშავდა პიროტექნიკით
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ახალი წლის დღეებში საქართველოში პიროტექნიკის შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა, ზოგ პაციენტს ხელის მტევნების და თითების ამპუტაცია... 03.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-03T19:04+0400
2024-01-03T19:04+0400
2024-01-03T19:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24738/55/247385535_0:0:2560:1441_1920x0_80_0_0_49f642265897d1af64259d88ed62869b.jpg
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ახალი წლის დღეებში საქართველოში პიროტექნიკის შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა, ზოგ პაციენტს ხელის მტევნების და თითების ამპუტაცია დასჭირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.გავრცელებული ინფორმაციით, პიროტექნიკით სერიოზულად დაშავებულთაგან ზოგი უკვე გაწერეს სახლებში, სხვები სამედიცინო დაწესებულებებში რჩებიან.მხოლოდ ქალაქ რუსთავში ახალი წლის ღამეს სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში რვა ადამიანი მიიყვანეს. მათ შორის 6 და 16 წლის არასრულწლოვნებიც არიან.ექიმის თქმით, წელს პაციენტებს უფრო მძიმე ტრამვები ჰქონდათ, ვიდრე შარშან.გარდა ამისა, მარნეულში ორმა პაციენტმა ხელის მტევნები დაკარგა პიროტექნიკის არასათანადო გამოყენების შეეგად. გასულ წელს, ახალი წლის ღამეს საქართველოში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24738/55/247385535_256:0:2532:1707_1920x0_80_0_0_544964ef69024abf38461026bd34d39f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ხელის მტევნების და თითების ამპუტაცია: ცნობილია, რამდენი ადამიანი დაშავდა პიროტექნიკით
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ახალი წლის დღეებში საქართველოში პიროტექნიკის შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა, ზოგ პაციენტს ხელის მტევნების და თითების ამპუტაცია დასჭირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, პიროტექნიკით სერიოზულად დაშავებულთაგან ზოგი უკვე გაწერეს სახლებში, სხვები სამედიცინო დაწესებულებებში რჩებიან.
მხოლოდ ქალაქ რუსთავში ახალი წლის ღამეს სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში რვა ადამიანი მიიყვანეს. მათ შორის 6 და 16 წლის არასრულწლოვნებიც არიან.
„ყველა დაშავებულს ხელის მტევნები ჰქონდა დაზიანებული. მძიმე დაძიანებები ჰქონდათ. მათ მიკროქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, ყველა სეგმენტის შენარჩუნება მოხერხდა. ამ პაციენტებიდან ორი გაწერეს სახლში, ექვსი რჩება კლინიკაში და მკურნალობას განაგრძობს. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ორი თითი დაკარგა. კიდევ ერთმნა დააზარალებულმა - ერთი თითი დაკარგა“, — აღნიშნა ექიმმა ანგიოლოგმა მინდია ბოცვაძემ.
ექიმის თქმით, წელს პაციენტებს უფრო მძიმე ტრამვები ჰქონდათ, ვიდრე შარშან.
გარდა ამისა, მარნეულში ორმა პაციენტმა ხელის მტევნები დაკარგა პიროტექნიკის არასათანადო გამოყენების შეეგად.
გასულ წელს, ახალი წლის ღამეს საქართველოში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.