გამორჩეული წელი: იაშვილის კლინიკას პიროტექნიკით დაშავებული ბავშვები არ მიუღია

  - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2024
გამოწერა
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. წელს იაშვილის სახელობის კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვები არ შემოსულან, განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, ამ მხრივ წლევანდელი წელი გამონაკლისი იყო, რაც ძალიან სასიხარულოა.
„არ მახსოვს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ახალი წლის ღამით იაშვილში მძიმედ დაზიანებული ბავშვები არ მიგვეღო გადაუდებელი ოპერაციებისთვის — მძიმე სისხლდენებითა და ტრავმებით. ეს ყველაფერი 31 დეკემბრის ღამის თანმდევი იყო. წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ პირველი ახალი წელია, როცა იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა“, — აღნიშნა ჩხაიძემ.
მისი ვარაუდით, ამის მიზეზი გაზრდილი პასუხისმგებლობა და „ელემენტარული სიფრთხილის შეგრძნებაა“, რომელიც ნებისმიერ მშობელს უნდა ჰქონდეს ახალი წლის დღეებში.
საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი იმედოვნებს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება და ქვეყნის ყველა ოჯახს უსაფრთხო ახალი წლის ღამე ექნება.
ყველა ახალი ამბავი
0